უნდა დაარქვან თუ არა მშობლება ბავშვებს ნებისმიერი სახელი?

იტალიურმა წყვილმა ახალშობილს, ბაბუის საპატივცემულოდ, ბენიტო დაარქვა. ამგვარი რამ ჩვეულებრივი პრაქტიკაა, თუმცა პოლემიკა იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ მამის გვარი მუსოლინია. შესაბამისად, ახალშობილი ფაშისტი დიქტატორის სრული სეხნია აღმოჩნდა.

ბავშვის უცნაურ სახელსა და გვარს ყურადღება გენუის ხელისუფლებამ მიაქცია, სადაც ოჯახი ცხოვრობს. ადგილობრივ ხელისუფლებაში მიიჩნიეს, რომ მშობლების არჩევანი, შვილისთვის ბენიტო დაერქმიათ, ბავშვის ცხოვრებაზე ნეგატიურად აისახებოდა. გენუის ხელისუფლებამ სასამართლოს მიმართა.

თავად მშობლები ამბობენ, რომ დიქტატორის თაყვანისმცემლები არ არიან და ბავშვს სახელი ბაბუის საპატივცემულოდ დაარქვეს, რომელსაც ასევე ბენიტო ერქვა. თუმცა ხელისუფლება ამ ახსნამ არ დააკმაყოფილა. ახლა ჯერი სასამართლოზეა.

როგორ ფიქრობთ, აქვს თუ არა სასამართლოს უფლება, შვილის სახელთან დაკავშირებით, მშობლების არჩევანში ჩაერიოს?

Please follow and like us:
Total 0 Votes
0

Tell us how can we improve this post?

+ = Verify Human or Spambot ?

Post Author: კურტ აიზენკოფი

ამაყობს, რომ სამი თაობის უკან რომელიღაც წინაპარი გერმანელი ჰყავდა. არ უყვარს ადამიანები, თვლის, რომ კაცობრიობა თვითგანადგურებისკენ მიდის და არ სურს ამ პროცესის თანამონაწილე იყოს. ამიტომაც საკუთარ თავშია ჩაკეტილი და ხალხზე მეტად კოლბებთან ურთიერთობს - პროფესიით ქიმიკოსია