დანიაში ჩადრის ტარება აიკრძალა

საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მხოლოდ ღია სახით – დანიაში ჩადრის ტარება აიკრძალა. შესაბამისი კანონპრპექტი  ქვეყნის პარლამენტმა ხუთშაბათს მიიღო. ამგვარად დანიამ იმ ქვეყნების მაგალითს მიბაძა, როგორებიცაა საფრანგეთი, ბელგია, ნიდერლანდები, ავსტრია, სადაც ანალოგიური კანონი უკვე მოქმედებს.

კანონში ჩაწერილია, რომ იკრძალება ტანსაცმლის ნებისმიერი აქსესუარის ტარება, რომელიც სახეს მთლიანად ფარავს.

ნასერ ჰადერი, დანიის პარლამენტის დეპუტატი

ფარანჯა მთლიანად გარიყულს ტოვებს ქალს ისეთი ღია საზოგადოებიდან, როგორიც დანიაშია. აქ ადამიანები ურთერთობებისას სახეს არ მალავენ. ამ წესს ყველა უნდა ემორჩილებოდეს.

თუმცა არიან ადამიანები, რომლებიც კანონის წინააღმდეგ გამოდიან. დანიის პარლამენტთან მუსულმანი ქალების მხარდამჭერი აქციაც ჩატარდა.

განი ალი, სტუდენტი

მე არ ვაპირებ უარი ვთქვა ჩემს პრინციპებზე. მე უფლება მაქვს თავად გადავწყვიტო, როგორ ჩავიცვა.

აკრძალვა ძალაში ოფიციალურად 1 აგვისტოდან შედის. დამრღვევი 160 დოლარით დაჯარიმდება. განმეორებითი დარღვევისას კი ჯარიმის ოდენობა 1600 დლარამდე იზრდება. დანიაში მუსულმანები მოსახლეობის 5 პროცენტს შეადგენენ. მათი ნახევარი დევნილია.

Please follow and like us:
Total 0 Votes
0

Tell us how can we improve this post?

+ = Verify Human or Spambot ?

Post Author: რენ დე ტუა

უცნაური გოგო, უცნაური სახელით. სამყაროს თავისი დიდი და ცისფერი თვალებით უყურებს, რამაც კაცს შესაძლოა აფიქრებინოს, გულუბრყვილოაო. ასე არ არის და ეს ამბავი ერთხელაც ამტკიცებს, რომ გარეგნობა ზოგჯერ მატყუარაა. მეტი რა? აფასებს ყველაფერს დახვეწილსა და ნატიფს, რაც გასაკვირი არც არის

1 thought on “დანიაში ჩადრის ტარება აიკრძალა

    Lesbian Sex Toys

    (June 24, 2018 - 4:00 pm)

    Thank you for your article.Really looking forward to read more. Great.

Leave a Reply

Your email address will not be published.