ტრაგიკომიკური კურიოზი – ძროხის ბედი ევროკავშირში

კურიოზული შემთხვევა ბულგარეთში. ხელისუფლება ძროხის დაკვლას მოითხოვს, რომელიც ბალახობისას ბულგარეთიდან სერბეთში გადავიდა. ძროხა, რომელსავ პენკა ჰქვია, პატრონს მალევე დაუბრუნეს, მაგრამ ბულგარელი ჩინოვნიკები ამტკიცებენ, რომ იმპორტის წესების თანახმად, ძროხას ევროკავშირის ტერიტორიაზე ყოფნის უფლება არ აქვს. ძროხის პატრონი, თვლის, რომ რაც ხდება, აბსურდია.

ივან ხარალამპიევი, ძროხის პატრონი

ძროხამ საზღვარი ოლტომანცის საკონტროლო-გამშვებ პუნტში გადაკვეტა. არც სასაზღვრო პოლიციას და არც საბაჟოს ოფიცრებს ის არ გაუჩერებიათ. აი, ასე აღმოჩნდა ძროხა სერბეთში. სხვათა შორის, მათი სასაზღვრო-გამშვები პუნქტიც გაიარა.

სერბეთში ძროხა ადგილობრივმა ფერმერმა იპოვა, რომელმაც საყელურზე არსებული ინფრომაციის მიხედვით პატრონს მიაგნო. ძროხაზე გასული რამდენიმე სიუჟეტის შემდეგ პენკას ბედით არა მხოლოდ ბულგარეთში, არამედ მთელ ევროპაში დაინტერსედნენ. ბრიტანეთში ხელმოწერების შეგროვებაც დაიწყო ევროკავშირის უგულო ჩინოვნიკების წინააღმდეგ პეტიციაზე. ჩინოვნიკები კი აცხადებენ, რომ კანონის დარღვევა ჰუმანიზმის მოტივითაც კი არ შეუძლიათ. კანონი კი ამბობს, რომ ევროკავშირის ტერიტორიაზე სხვა სახელმწიფოდან ცოცხალი საქონლის შეყვანა არ შეიძლება.

Please follow and like us:
Total 0 Votes
0

Tell us how can we improve this post?

+ = Verify Human or Spambot ?

Post Author: რეჯინა ლამბერტი

რეჯინა, მეგობრებისთვის - რეჯი. ეძებს თავგადასავლებს - მუდმივად და ოცნების მამაკაცს - უკვე მესამედ. პრინციპში, სულ ეს არის

Leave a Reply

Your email address will not be published.