7 დღე სხვის ტყავში /VIDEO/

იმისთვის, რომ ფრანგი არტისტის აბრაამ პუანშევალის პერფორმანსი გაიმეოროთ, უნდა დარწმუნდეთ, რომ  კლაუსტროფობია არ გჭირთ და ამავე დროს უსაზღვრო მოთმინების უნარიც გაქვთ.

საფრანგეთში, ორინიაკული კულტურის მუზეუმში აბრაამ პუანშევალი ადამიანი-ლომის ხის ასლში ჩაჯდა. ადამიანი-ლომი კაცობრიობის ისტორიაში ჩვენთვის ცნობილი უძველესი სკულპტურაა. ადამიანის ტანის და ლომის თავის მქონე ამ სკულპტურის ასაკი 40 ათასი წელია. სკულპტურის ასლის შიგნით არტისტი 7 დღის გატარებას აპირებს და ამ დროის განმავლობაში თხილით, ჩირით და გამომშრალი ხორცით აპირებს კვებას.

აბრაამ პუანშევალისთვის ეს პირველი უცნაური პერფორმანსი არ არის. ადრე მან კვერცხების გამოჩეკვაც სცადა, დათვის ფიტულის შიგნით 2-კვირიანი ცხოვრების პერიოდში კი მხოლოდ ქვეწარმავლებით იკვებებოდა. არტისტს ერთი კვირა ქვის შიგნითაც აქვს გატარებული.

Please follow and like us:
Total 0 Votes
0

Tell us how can we improve this post?

+ = Verify Human or Spambot ?

Post Author: რენ დე ტუა

უცნაური გოგო, უცნაური სახელით. სამყაროს თავისი დიდი და ცისფერი თვალებით უყურებს, რამაც კაცს შესაძლოა აფიქრებინოს, გულუბრყვილოაო. ასე არ არის და ეს ამბავი ერთხელაც ამტკიცებს, რომ გარეგნობა ზოგჯერ მატყუარაა. მეტი რა? აფასებს ყველაფერს დახვეწილსა და ნატიფს, რაც გასაკვირი არც არის

2 thoughts on “7 დღე სხვის ტყავში /VIDEO/

    Good Sex Toys for Lesbians

    (June 24, 2018 - 1:31 pm)

    I am so grateful for your article post. Much obliged.

    help me

    (June 23, 2018 - 11:37 am)

    W9ffYw I’а†ve learn a few excellent stuff here. Definitely value bookmarking for revisiting. I surprise how so much attempt you put to create this type of great informative web site.

Leave a Reply

Your email address will not be published.