კოსმოსური ექსპერდიცია დედამიწაზე დაბრუნდა /VIDEO/

საერთაშორისო კოსმოსურ სადდგურზე მყოფი ექსპედიციის წევრები დედამიწაზე დაბრუნდნენ. ექსპედიციის წევრებმა სკაფანდრები ჩაიცვეს, და ვიწრო კაფსულაში ჩასხდნენ. ჰერმეტიულობის შემოწმების შემდეგ დედამიწეაზე დაშვების ბრძანება გაიცა. კოსმოსური სადგურიდან მოხსნის მომენტიდან კაფსულა დედამიწამდე 6 საათის განმავლობაში მოფრინავდა.

კაფსულა ყაზახეთის ტერიტორიაზე, დაუსახლებელ სტეპში დაეშვა. დაფრენისთანავე კაფსულასთან სპეციალური ბრიგადა მივიდა. ამერიკელმა ასტრონავტმა სკოტ ტინგმა, იაპონელმა ნოგიშერე კანაიმ და რუსმა კოსმონავტმა ანტონ შკაპლეროვმა ორბიტაზე თითქმის ნახევარი წელი გაატარეს.

ექიმების შეფასებით, სამივე ასტორნავტი თავს კარგად გრძნობს. დედამიწაზე დაბრუნებულ ექსპედიაციას ალუბლით გაუმასპინძლდნენ. რუსმა კოსმონავტმა კი ორბიტალური სადგურიდან ის ბურთიც ჩამოიტანა, რომელსაც 14 ივნისს მსოფლიოს ჩემპიონატის გასხნის მატჩში გამოიყენებენ.

Please follow and like us:
Total 0 Votes
0

Tell us how can we improve this post?

+ = Verify Human or Spambot ?

Post Author: როჯერ ო. ტორნჰილი

გამუდმებით რაღაც უცნაურ ამბებში აღმოჩნდება ხოლმე გახვეული. ეგებ იმიტომაც, რომ დაუჯერებელი ისტორიების შეთხზვა უყვარს და ამას ისეთი ოსტატობით აკეთებს, რომ თანამოსაუბრე იბნევა კიდეც, რაკი ტყუილსა და მართალს შორის საზღვარს ვეღარ პოულობს. ეს სასაცილოა, მაგრამ ხშირად მომხდარა, რომ საკუთარი ტყუილების ლაბირინთში დაკარგულა და ეს ამბავი დავიდარაბით დასრულებულა. აკი, ვთქვით, რომ სულ რაღაც ამბებში ეხვევა.

Leave a Reply

Your email address will not be published.