„მის ამერიკას“ კონკურსანტებს გარეგნობით აღარ შეაფასებენ

მის ამერიკას კონკურსის მონაწილეები ამიერიდან სცენაზე საცურაო კოსტუმებით აღარ გავლენ. ორგანიზატორები აცხადებენ, რომ კონკურსის ფილოსოფია იცვლება და ამერიკის ყველაზე ლამაზი გოგონას ტიტულს ფიზიკური მიმზიდველობის კრიტერიუმით აღარ შეაფასებენ.

გრეთჰენ კარლსონი, ყოფილი მის ამერიკა, კონკურსის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე

ჩვენ აღარ ვართ სილამაზის კონკურსი. ჩვენ აღარ შევაფასებთ მონაწილეებს გარეგნობის მიხედვით, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ უამრავი გოგონა მოგვმართავს, რომლებსაც კონკურსში მონაწილეობა სურთ, მაგრამ სცენაზე საცურაო კოსტუმით სიარული არ უნდათ. ასე რომ, მათ ახლა ამის გაკეთება აღარ მოუხდებათ. ახლა ჩვენ მათ შინაგანი თვისებების მიხედვით შევაფასებთ.

კონკურსის ის ელემენტი, როდესაც გოგონები სცენაზე საცურაო კოსტუმებით გადიოდნენ, კონკურსანტებთან ინტერვიუებით ჩანაცვლდება. მათ შეეკითხებიან, როგორ ესმით მის ამერიკას ტიტულის მფლობელის ამოცანები.

Please follow and like us:
Total 0 Votes
0

Tell us how can we improve this post?

+ = Verify Human or Spambot ?

Post Author: რეჯინა ლამბერტი

რეჯინა, მეგობრებისთვის - რეჯი. ეძებს თავგადასავლებს - მუდმივად და ოცნების მამაკაცს - უკვე მესამედ. პრინციპში, სულ ეს არის

1 thought on “„მის ამერიკას“ კონკურსანტებს გარეგნობით აღარ შეაფასებენ

Leave a Reply

Your email address will not be published.