ჰარვი ვაინშტაინის პროცესი

ნიუ იორკის სასამართლოში ჰარვი ვაინშტაინის წინააღმდეგ პროცესი დაიწყო. ჰოლივუდელმა პროდიუსერმა სხდომაზე მის წინააღმდეგ წაყენებული ყველა ბრალდება უარყო. სასმართლო ვაინშტაინის წინააღმდეგ ორ სარჩელს განიხილავს: ერთში პროდიუსერს გაუპატიურებაში ადანაშაულებენ, მეორეს თანახმად კი მან დაზარალებულს მისი ნების საწინააღმდეგოდ ორალური სექსით დაკავება აიძულა.

ბრალდებულის ადვოკატმა ბენჯამინ ბრაფმანმა განაცხადა, რომ ისეთი დანაშაული, როგორიც გაუპატიურებაა, საშინელებაა, ისევე როგორც, გაუპატიურებაში ცრუ ბრალდება. ადვოკატი ამტკიცებს, რომ ყველა აქტი ორმხრივი თანხმობით განხორციელდა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ჰარვი ვაინშტაინს 25 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.

Please follow and like us:
Total 0 Votes
0

Tell us how can we improve this post?

+ = Verify Human or Spambot ?

Post Author: რეჯინა ლამბერტი

რეჯინა, მეგობრებისთვის - რეჯი. ეძებს თავგადასავლებს - მუდმივად და ოცნების მამაკაცს - უკვე მესამედ. პრინციპში, სულ ეს არის