კანადაში მარიხუანას ლეგალიზაცია მოხდება

კანადის სენატმა მარიხუანას ლეგალიზაციას უყარა კენჭი. იქამდე კანონპროექტი კანადის პარლამენტის თემტა პალატამაც მოიწონა. იმის გამო, რომ სენატმა კანონროპექტი მრავლობითი ჩასწორებებით მოიწონა, ახლა უკვე ამ ჩასწორებების განსახილველად კანონპროექტი ისევ ქვედა პალატაში დაბრუნდება. ვარაუდობენ, რომ ლეგალიზაციის შესახებ კანონი მიმდინარე წლის ბოლოს ამოქმედდება.

გამოკითხვების თანახმად, მარიხუანას ლეგალიზაციას კანადელთა 60 პროცენტი უჭერს მხარს. პარლამენტში კანონპროექტი მმართველმა ლიბერალურმა პარტიამ წარადგინა, მის წინააღმდეგ კი ოპოზიციური კონსერვატიული პარტია გამოდის. ოპოზიცია შიშობს, რომ მარიხუანას ლეგალიზაციამ შესაძლო, კრიმინალურ მდგომარეობაზე, ჯანდაცვასა და არა ერთ სხვა ფაქტორზე იქონიოს გავლენა.

კანადა დიდი ოცეულს პირველი ქვეყანაა, რომელიც მარიხუანას რეკრეაციულ გამოყენებას აკანონებს. სამედიცინო მიზნებით მისი მოხმარება ქვეყანაშინ ჯერ კიდევ 17 წლის წინ დაკანონდა.

Please follow and like us:
Total 0 Votes
0

Tell us how can we improve this post?

+ = Verify Human or Spambot ?

Post Author: როჯერ ო. ტორნჰილი

გამუდმებით რაღაც უცნაურ ამბებში აღმოჩნდება ხოლმე გახვეული. ეგებ იმიტომაც, რომ დაუჯერებელი ისტორიების შეთხზვა უყვარს და ამას ისეთი ოსტატობით აკეთებს, რომ თანამოსაუბრე იბნევა კიდეც, რაკი ტყუილსა და მართალს შორის საზღვარს ვეღარ პოულობს. ეს სასაცილოა, მაგრამ ხშირად მომხდარა, რომ საკუთარი ტყუილების ლაბირინთში დაკარგულა და ეს ამბავი დავიდარაბით დასრულებულა. აკი, ვთქვით, რომ სულ რაღაც ამბებში ეხვევა.