Facebook-ის შეცდომა: 14 მილიონი „გაპარული“ პოსტი

ფეისბუკის ადმინისტრაციის შეცდომის გამო 14 მილიონი მომხმარებლის პოსტები, რომლებიც მხოლოდ ადამიანთა შეზღუდული ჯგუფებისთვის იყო განკუთვნილი, ღიად გავრცელდა. ინფორმაცია კომპანიამ ოფიციალურად დაადასტურა.

ფეისბუკის ფუნქციებში ხარვეზები 18-დან 27 მაისამდე პერიოდში დაფიქსირდა. ხარვეზის გამომწვევი მიზეზი ახალი ფუნქციის ტესტირება გახდა. შეცდომის გამო, პოსტები, რომლებიც მომხმარებლებმა მხოლოდ მეგობრებისთვის დაწერეს, ყველა მომხმარებლისთვის გასაჯაროვდა.

კომპანიის თანამშრომლებმა შეცდომა მხოლოდ 22 მაისს აღმოაჩინეს, მის გამოსწორებას კი 5 დღე დასჭირდა. ფეისბუკის ადმინისტრაცია მომხმარებლებს ბოდიშს უხდის.

Please follow and like us:
Total 1 Votes
1

Tell us how can we improve this post?

+ = Verify Human or Spambot ?

Post Author: როჯერ ო. ტორნჰილი

გამუდმებით რაღაც უცნაურ ამბებში აღმოჩნდება ხოლმე გახვეული. ეგებ იმიტომაც, რომ დაუჯერებელი ისტორიების შეთხზვა უყვარს და ამას ისეთი ოსტატობით აკეთებს, რომ თანამოსაუბრე იბნევა კიდეც, რაკი ტყუილსა და მართალს შორის საზღვარს ვეღარ პოულობს. ეს სასაცილოა, მაგრამ ხშირად მომხდარა, რომ საკუთარი ტყუილების ლაბირინთში დაკარგულა და ეს ამბავი დავიდარაბით დასრულებულა. აკი, ვთქვით, რომ სულ რაღაც ამბებში ეხვევა.

Leave a Reply

Your email address will not be published.