ესპანური საგიჟეთი: ფურია როხას ფერნანდო იერო გაწვრთნის

მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე ერთი დღით ადრე ესპანეთის ნაკრებმა მთავარი მწვრთნელი შეცვალა. იულენ ლოპოტეგის ნაცვლად ესპანელებს მუნდიალზე ნაკრების ლეგენდარული კაპიტანი ფერნანდო იერო გაიყვანს.

ლოპტეგის შეცვლის მიზეზი მისი მადრიდის რეალთან გაფორმებული კონტრაქტია, რომლის შესახებაც მწვრთნელმა ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციას არ აცნობა. მომხდარის გამო ფედერაციამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც წერია:

ნაციონალური ნაკრები მთელი ქვეყნის გუნდია. მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყენამდე ორი-სამი დღთ ადრე ასე მოქცევა დაუშვებელია. ჩვენ საჭიროდ ჩავთვალეთ, შესაბამისი ზომები მიგვეღო.

იმ დროს, როდესაც მსოფლიოს ჩემპიონატის გახსნამდე 1 დღე რჩება, ესპანეთს კი უკვე 15 ივნიის აქვს უპრინციპულესი შეხვედრა ევროპის მოქმედ ჩემპიონ პორტუგალიასთან, ფეხბურთის ფედერაციამ არჩევანი უზარმაზარი ავტორიტეტის მქონე პიროვნებაზე შეაჩერა და ნაკრების მწვრთნელად ფერნანდო იერო დანიშნა.

Please follow and like us:
Total 0 Votes
0

Tell us how can we improve this post?

+ = Verify Human or Spambot ?

Post Author: კურტ აიზენკოფი

ამაყობს, რომ სამი თაობის უკან რომელიღაც წინაპარი გერმანელი ჰყავდა. არ უყვარს ადამიანები, თვლის, რომ კაცობრიობა თვითგანადგურებისკენ მიდის და არ სურს ამ პროცესის თანამონაწილე იყოს. ამიტომაც საკუთარ თავშია ჩაკეტილი და ხალხზე მეტად კოლბებთან ურთიერთობს - პროფესიით ქიმიკოსია