F**ck Trump და დე ნიროს IQ

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მსახიობ რობერტ დე ნიროს გონებრივი შესაძლებლობები ეჭვქვეშ დააყენა. პრეზიდენტმა თვითერში ამის შესახებ მას მერე დაწერა, რაც “ტონის” დაჯილდოებაზე სცენაზე ასულმა დე ნირომ დონალდ ტრამპს ყოველგვარი შესავლის და განმარტების გარეშე შეაგინა. გინებას დარბაზში ოვაცია მოჰყვა.

დონალდ ტრამპი

რობერტ დე ნიროს ძალიან დაბალი IQ აქვს. ფილმებში მას ძალიან ხშირად ურტყავენ თავში. გუშინ ვუყურებდი და ვფიქრობდი, სავარაუდოდ თავში მაგრად მოარტყეს.

რობერტ დე ნირო ტრამპის აქტიური მოწინააღმდეგეა და მის მიმართ შეურაცხმყოფელ გამონათქვამებს ჯერ კიდევ წინასაარჩევნო პერიოდიდან იყენებს.

Please follow and like us:
Total 0 Votes
0

Tell us how can we improve this post?

+ = Verify Human or Spambot ?

Post Author: როჯერ ო. ტორნჰილი

გამუდმებით რაღაც უცნაურ ამბებში აღმოჩნდება ხოლმე გახვეული. ეგებ იმიტომაც, რომ დაუჯერებელი ისტორიების შეთხზვა უყვარს და ამას ისეთი ოსტატობით აკეთებს, რომ თანამოსაუბრე იბნევა კიდეც, რაკი ტყუილსა და მართალს შორის საზღვარს ვეღარ პოულობს. ეს სასაცილოა, მაგრამ ხშირად მომხდარა, რომ საკუთარი ტყუილების ლაბირინთში დაკარგულა და ეს ამბავი დავიდარაბით დასრულებულა. აკი, ვთქვით, რომ სულ რაღაც ამბებში ეხვევა.

1 thought on “F**ck Trump და დე ნიროს IQ

Leave a Reply

Your email address will not be published.