ეგვიპტელი კომენტატორი საუდის არაბეთთან მატჩის ბოლო წუთზე გარდაიცვალა

ეგვიპტელი კომენტატორი აბდელ რახიმ მოჰამედი თავისი ქვეყნის ნაკრების საუდის არაბეთთან წაგების შემდეგ გარდაიცვალა. ქაიროს „ზამალეკის“ ყოფილ მწვრთნელს მატჩის შემდგომ გადაცემაში უნდა მიეღო მონაწილეობა, მაგრამ საუდელთა მეორე გოლის მომენტში – მეხუთე წამატებულ წუთზე, თავი ცუდად იგრძნო და გონება დაკარგა.

კომენტატორს პირველადი სამედიცინო დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს, თუმცა უშედეგოდ. შემდეგ ის საავადმყოფოში წაიყვანეს, სადაც ის მიყვანიდან მცირე ხანში გარდაიცვალა.

კომენტატორის გარდაცვალების გამო სამძიმარი გამოხატა ეგვიპტის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ექტორ რაულ კუპერმა. საქართველოს ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა გარდაცვლილის ოჯახს მიუსამძიმრა და იმედი გამოთქვა, რომ გარდაცვალების მიზეზი ნაკრების მარცხი არ ყოფილა.

ეგვიპტის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ სტადიაზე ბოლო 28 წლის განმავლობაში პირველად გავიდა.

Please follow and like us:
Total 0 Votes
0

Tell us how can we improve this post?

+ = Verify Human or Spambot ?

Post Author: როჯერ ო. ტორნჰილი

გამუდმებით რაღაც უცნაურ ამბებში აღმოჩნდება ხოლმე გახვეული. ეგებ იმიტომაც, რომ დაუჯერებელი ისტორიების შეთხზვა უყვარს და ამას ისეთი ოსტატობით აკეთებს, რომ თანამოსაუბრე იბნევა კიდეც, რაკი ტყუილსა და მართალს შორის საზღვარს ვეღარ პოულობს. ეს სასაცილოა, მაგრამ ხშირად მომხდარა, რომ საკუთარი ტყუილების ლაბირინთში დაკარგულა და ეს ამბავი დავიდარაბით დასრულებულა. აკი, ვთქვით, რომ სულ რაღაც ამბებში ეხვევა.