გარი ნევილმა ინგლისი ნახევარფინალში გაიყვანა

1990 წლის შემდეგ ინგლისის ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში გასვლის საუკეთესო შანსი აქვს — ასეთია გარი ნევილის აზრი. ვეტერანს სწამს, რომ ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში ბელგიასთან 0:1 დამარცხების მიუხედავად გულშემატკივარი ოპტიმისტურად უნდა იყოს განწყობილი.

ახლა ინგლისი სამშაბათს, 3 ივლისს, 22 საათზე, მოსკოვში კოლუმბიას შეხვდება. გამარჯვებული მეოთხედფინალში გავა, სადაც შვედეთსა და შვეიცარიას შორის მოგებულს დაუპირისპირდება. ამ ეტაპზე წარმატების შემთხვევაში კი ინგლისელები ნახევარფინალში იქნებიან.

მეორე მხრივ, ინგლისელებს ბელგიისთვის რომ მოეგოთ და ჯგუფში პირველ ადგილზე გასულიყვნენ, მერვედფინალში იაპონიას გადაეყრებოდნენ, მისი სავარაუდო დამარცხების შემთხვევაში კი ბრაზილიასა და მექსიკას შორის გამარჯვებულს ანუ უმრავლესობის აზრით ბრაზილიას. ამდენად, გუშინდელი წაგებით ინგლისელები კმაყოფილები ჩანან.

ITV-სთან საუბარში ნევილმა თქვა: „წინა კვირაში ინგლისში ეიფორია სუფევდა. ყველა უკიდურესად ოპტიმისტურად იყო განწყობილი, მაგრამ ვფიქრობ ახლა უფრო გვაქვს იმედის საფუძველი.

ამ ნათქვამს ამპარტავნებაში ნუ ჩამომართმევთ, რასაკვირველია სამშაბათს კოლუმბიასთან შესაძლებელია დავმარცხდეთ კიდეც, მაგრამ გაიხსენეთ 1990 წლის ჩემპიონატი. მაშინ გზად ნახევარფინალისკენ ბელგია და კამერუნი დავამარცხეთ, ახლა კი კოლუმბიას შვედეთი ან შვეიცარია მოსდევს. ხოლო 1998-ში არგენტინასთან წავაგეთ, 2002 წელს კი ბრაზილიასთან, რომელშიც რივალდო და კამპანია თამაშობდნენ.

შემდეგ იყო 2006 წელი და რონალდუს პორტუგალია გვერგო, 2010-ში გერმანია. 2014 წელს ჯგუფში იტალია და ურუგვაი…

დღეს ნახევარფინალში გასვლისთვის კოლიმბიისა და შვედეთ-შვეიცარიიდან ერთ-ერთის მოგებაა საჭირო.

მესმის, ბელგიასთან ფეხბურთელებმა კარგად ვერ ითამაშეს და უგუნებოდ არიან, მაგრამ იყავით ოპტიმისტები. ჩვენ დიდებული შანსი გვაქვს”.

შეგახსენებთ, რომ ინგლისის და ბელგიის ნაკრებებმა მეორე შემადგენლობებით ითამაშეს.

Please follow and like us:
Total 0 Votes
0

Tell us how can we improve this post?

+ = Verify Human or Spambot ?

Post Author: სარბიელი

ყველამ ის საქმე უნდა აკეთოს, რაც ყველაზე კარგად გამოსდის. ამიტომ გადავწყვიტეთ, რაკი ჩვენ გუნდში ამ საქმის კარგად მცოდნე არ გვაყავს, სპორტული ამბები იმათ მივანდოთ, ვისაც სპორტზე წერა ამ ქვეყანაში სხვებზე კარგად გამოსდით - სარბიელელ ბიჭებს, რომლებთანაც მგონი, მთელი ცხოვრებაა, ვმეგობრობთ