ლებრონ ჯეიმსი ლეიკერსში გადავიდა

ნაციონალური საკალათბურთო ლიგის სამგზის გამარჯვებული ლებრონ ჯეიმსი მიმდევნო სეზონს ლოს ანჯელეს ლეიკერსში დაიწყებას. ლებრონის ლოსანჯელესური კონტარქტი 4-წელზეა გათვლილი და მისი ღირებულება 154 მილიონ დოლარს შეადგენს.

ლებრონ ჯეიმსმა, რომელიც თანამედროვეობის ერთ-ერთ უდიდეს კალათბურთელად ითვლება, კარიერა კლივლენდში დაიწყო და იქ ჯამში 11 სეზონის განმავლობაში ითამაშა. ლებრონი კლივლენდის ყველა დროის ყველაზე შედეგიანი მოთამაშეა.

ლეიკერსი, რომელიც ლიგის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულიანი გუნდია, ბოლო წლებია კრიზისში იმყოფება. ბოლო 5 წლის განმავლობაში ლეიკერსმა ვერც ერთხელ ვერ შეძლო პლეი ოფში გასვლა.

Please follow and like us:
Total 0 Votes
0

Tell us how can we improve this post?

+ = Verify Human or Spambot ?

Post Author: როჯერ ო. ტორნჰილი

გამუდმებით რაღაც უცნაურ ამბებში აღმოჩნდება ხოლმე გახვეული. ეგებ იმიტომაც, რომ დაუჯერებელი ისტორიების შეთხზვა უყვარს და ამას ისეთი ოსტატობით აკეთებს, რომ თანამოსაუბრე იბნევა კიდეც, რაკი ტყუილსა და მართალს შორის საზღვარს ვეღარ პოულობს. ეს სასაცილოა, მაგრამ ხშირად მომხდარა, რომ საკუთარი ტყუილების ლაბირინთში დაკარგულა და ეს ამბავი დავიდარაბით დასრულებულა. აკი, ვთქვით, რომ სულ რაღაც ამბებში ეხვევა.