კაცი გამოშტერდა!

„მანჩესტერ იუნაიტედის” გულშემატკივარი, 61 წლის მარტინ პეინი მოგზაური კაცია. ამ ზაფხულს ის კოლუმბიის ჯუნგლებში ატარებს და წარმოიდგინეთ მისი გაოცება, როდესაც შუა ტყეში ხუან მატას გადაეყარა.

იმ ოთხი თვის განმავლობაში, რაც კოლუმბიაშია, ასეთი შოკი პეინს არ ჰქონია. როდესაც 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონი დაინახა მან თვალებს არ დაუჯერა, შემდეგ კი გამოეხმაურა და… მართალი აღმოჩნდა. თურმე არ ეჩვენებოდა. მართლა მატა ყოფილა!

„იუნაიტედის” ფანმა თავისი საყვარელი გუნდის ფეხბურთელთან დაუყონებლივ ფოტო გადაიღო და 20 წლის შვილს, მაიკლს გაუგზავნა ინგლისში. მაიკლმა სურათი სოციალურ ქსელში დადო და მიაწერა, რომ მამამისი და ხუან მატა პრემიერლიგის მომავალ ჩემპიონატსა და კოლუმბიის ჯუნგლებზე ლაპარაკობდნენ.

„წარმომიდგენია, რას განიცდიდა მამა. ფავორიტ ფეხბურთელთან შეხვედრა, მითუფრო ასეთ ვითარებაში, საოცარი რამ არის”, — თქვა მაიკლმა.

მატა რუსეთში მსოფლიოს ჩემპიონატზე იმიტომ არ არის, რომ რაც 2016 წელს ესპანეთის ნაკრების მწვრთნელად ხულენ ლოპეტეგი დადგა, მას „ლა როხაში” აღარ უთამაშია.

30 წლის ფეხბურთელს „მანჩესტერ იუნაიტედში” ერთი წელიწადი დარჩა.

Please follow and like us:
Total 0 Votes
0

Tell us how can we improve this post?

+ = Verify Human or Spambot ?

Post Author: სარბიელი

ყველამ ის საქმე უნდა აკეთოს, რაც ყველაზე კარგად გამოსდის. ამიტომ გადავწყვიტეთ, რაკი ჩვენ გუნდში ამ საქმის კარგად მცოდნე არ გვაყავს, სპორტული ამბები იმათ მივანდოთ, ვისაც სპორტზე წერა ამ ქვეყანაში სხვებზე კარგად გამოსდით - სარბიელელ ბიჭებს, რომლებთანაც მგონი, მთელი ცხოვრებაა, ვმეგობრობთ