ახლა კი მგონი მართლა მიდის

„რეალის” ამბებში „მარკას” დაეჯერება. ესპანური გამოცემა კი წერს, რომ პირველად 2009 წლის შემდეგ, მადრიდული კლუბის ხელმძღვანელები რონალდუს სხვა კლუბში გაშვებას სერიოზულად განიხილავენ.

2009 წელი ის თარიღია, როდესაც პორტუგალიელი „მანჩესტერ იუნაიტედიდან” „რეალში” გადავიდა.

მოგეხსენებათ, ამ 9 წლის განმავლობაში ბევრჯერ ყოფილა შემთხვევა, როდესაც ვარსკვლავი „რეალიდან” წასვლით იმუქრებოდა, მაგრამ კლუბი ყოველ ჯერზე პოულობდა გამოსავალს. თუმცა აი, დადგა 2018 წელი და „თეთრებმა” დაინახეს, რომ 33 წლის თავდამსხმელის გაყიდვამ შეიძლება დატოვებაზე გაცილებით მეტი ხეირი მოიტანოს. შედეგად, რონალდუს გვარის გასწვრივ წაიშალა წარაწერა „არ იყიდება”.

„რეალის” პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი პროცესების დაჩქარებას არ აპირებს. ის ფიქრობს, რომ რონალდუსთან დაკავშირებით წინადადებებს ჯერ კიდევ მიიღებს. თან, „იუვენტუსისგან”, რომელიც პორტუგალიელის შეძენით რეალურად არის დაინტერესებული, ოფიციალური ქაღალდი ჯერჯერობით არ ჩანს.

თუ გავა დრო, მყიდველები კი არ გამოჩნდებიან, მაშინ „რეალის” ხელმძღვანელობა სხვა რამეს მოიფიქრებს, თუმცა რა უნდა იყოს ეს „სხვა რამე”? ვითომ, რონალდუს დატოვება იგულისხმება? ფეხბურთელსა და კლუბს შორის ხომ ურთიერთობებია გაფუჭებულია, განსაკუთრებით ჩემპიონთა ლიგის 2017 წლის ფინალის შემდეგ. და მაინც, უკიდურეს შემთხვევაში არც კრიშტიანუსთან ახალი კონტრაქტის დადება უნდა გამოვრიცხოთ.

ბოლოს და ბოლოს რონალდუ მადრიდელთა თილისმაა და მისი გაყიდვა აუცილებლად გულისხმობს ახალი თილისმის ყიდვას. გუნდი ისე ვერ დარჩება. მადრიდელებმა ნეიმარი მაინც უნდა გადაიბირონ.

და მაინც, ამბობენ, რომ რონალდუ უფრო წამსვლელს ჰგავს.

Please follow and like us:
Total 0 Votes
0

Tell us how can we improve this post?

+ = Verify Human or Spambot ?

Post Author: სარბიელი

ყველამ ის საქმე უნდა აკეთოს, რაც ყველაზე კარგად გამოსდის. ამიტომ გადავწყვიტეთ, რაკი ჩვენ გუნდში ამ საქმის კარგად მცოდნე არ გვაყავს, სპორტული ამბები იმათ მივანდოთ, ვისაც სპორტზე წერა ამ ქვეყანაში სხვებზე კარგად გამოსდით - სარბიელელ ბიჭებს, რომლებთანაც მგონი, მთელი ცხოვრებაა, ვმეგობრობთ