იაპონიის იმპერატორმა ქორწინების 60 წლისთავი აღნიშნა

ტახტიდან გადადგომამდე 3 კვირით ადრე იაპონიის იმპერატორი აკიხიტო ბრილიანტის ქორწილს აღნიშნავს. აკიხიტომ და დედოფალმა მიჩიკომ ქორწინებაში უკვე 60 წელი გაატარეს. წყვილმა ერთმანეთი 1957 წელს, ჩოგბურთის კორტზე გაიცნო.

აკიხიტო და მიჩიტო 1959 წლის 10 აპრილს დაქორწინდნენ. ქვეყნის ისტორიაში პირველად მოხდა, რომ იმპერატორი უბრალო წარმომავლობის ქალზე დაქორწინდა, რომელიც ამავე დროს კათოლიკე იყო. თუმცა ეს ერთადერთი სიახლე არ ყოფილა რაც საიმპერატორო ტახტის არსებობის 1500-წლიან ისტორიაში ამ წყვილმა შეიტანა. აკიხიტომ და მიჩიკომ ტრადიციის საწინააღმდეგოდ, გადაწყვიტეს სამივე შვილი თავადვე აღეზარდათ.

85 წლის იმპერატორი ტახტიდან 30 აპრილს გადადგება, მიზეზი ჯანმრთელობის მდგომარეობაა. იაპონიის ახალი იმპერატორი კი მისი უფროსი შვილი, მემკვიდრე პრინცი ნარუხიტო გახდება.

Please follow and like us:
Total 0 Votes
0

Tell us how can we improve this post?

+ = Verify Human or Spambot ?

Post Author: რეჯინა ლამბერტი

რეჯინა, მეგობრებისთვის - რეჯი. ეძებს თავგადასავლებს - მუდმივად და ოცნების მამაკაცს - უკვე მესამედ. პრინციპში, სულ ეს არის