Quiz: ჟიულ ვერნი

თუკი ბავშვობა საბჭოთა კავშირში გაატარეთ და ჟიულ ვერნის გმირების თავგადასავლები არ გხიბლავდათ, ძალიან უცნაური და მოწყენილი ბავშვობა გქონიათ. ახლანდელი თაობები მგონი, აღარ კითხულობენ Please follow and like us:

საფრანგეთში გზებზე სიჩქარე შეიზღუდა

საფრანგეთში საგზაო მოძრაობის წესებში შესწორება შეიტანეს. ახალი რეგულაციით, რეგიონალური მნიშვნელობის გზებზე მოძრაობის მაქსიმალური სიჩქარე საათში 90-დან 80 კილომეტრამდე მცირდება. ამ ტიპის გზები საფრანგეთში საერთო რაოდენიობის 40 პროცენტს შეადგენს. ცვლილების ინიციატორები აცხადებენ, რომ მათ მალტის მაგალითი გაითვალისწინეს. საგზაო უსაფრთხოების თვალსაზრისით, მალტა ევროპაში ყველაზე უსაფრთხო ქვეყნად ითვლება, საფრანგეთი კი ამ მხრივ მხოლოდ მეთორმეტეა. ექსპერტები აცხადებენ, რომ სიჩქარის […]

როგორ რეცხავდნენ ჭურჭელს მალაიზიურ რესტორანში /VIDEO/

გემრიელი საჭმელი და სისუფთავე – სულ ეს არის, რასაც ველოდებით, როდესაც რესტორანში მივდივართ. თუმცა ყველგან, ცხადია, ასე არ არის.  Raj’s Banana Leaf მალაიზიის დედაქალაქ კუალა ლუმპურის პრესტიჟულ რაიონში მდებარეობს. ამ რესტორანში ჭურჭელს თურმე გუბეში, ბინძურ წყალში „რეცხავდენ“. რესტორნის მეპატრონემ ბოდიში მოიხადა, ყველაფერი თანაშრომლებს დააბრალა და თქვა, რომ ეს ჩვეულებრივი პრაქტიკა არ იყო. ვინც დაუჯერა, მისი […]

რომან აბრამოვიჩმა ისრაელის პასპორტი აიღო

რუსმა მილიარდერმა რომან აბრამოვიჩმა ბრიტანეთის ვიზასტან დაკავშირებული პრობლემის ფონზე ისრაელის მოქალაქეობა მიიღო. ინფორმაციას ერთდროულად რამდენიმე რუსული და ებრაული წყარო ადასტურებს. გავრცელებული ინფორმაციით, აბრამოვიჩი ორშაბათს თელ ავივში ჩაფრინდა, ბანკში ანგარიში გახსნა, სამედიცინო დაზღვევა გააფორმა და რეპატრიანტის საბუთები მიიღო. ამის შემდეგ აბრამოვიჩმა ისრაელი დატოვა. ებრაული პასოპრტი აბრამოვიჩს საშუალებას მისცემს ვიზის გარეშე ჩავიდეს დიდ ბრიტანეთში, სადაც რუსული პასპორტით […]

მთვარეზე ნამყოფი კიდევ ერთი ასტრონავტი გარდაიცვალა /VIDEO/

შეერთებულ შტატებში, 86 წლის ასაკში, აპოლო 12-ის მისიის ასტრონავტი ალან ბინი  გარდაიცვალა. ალან ბინი კაცობრიობის ისტორიაში მეოთხე ადამიანი იყო, რომელმაც მთვარეზე ფეხი დადგა. 1963 წელს შეერთებული შტატების სამხედრო საჰაერო ძალების ახალგაზრდა მფრინავი მთვარის პროგრამისთვის უმკაცრესი კონკურსის შედეგად შეიჩა. 6 წლის შემდეგ კი ალან ბინმა კოსმოსში მისია შეასრულა. მთვარეზე ბინი ორჯერ გადავიდა. ეკიპაჟმა, რომლის წევრიც ალან […]

სამეფო დახვედრა – გრანდიოზული შოუ სანტიაგო ბერნაბეუზე /VIDEO/

ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ სამჯერ მომგები „რეალი“ კიევიდან მადრიდში დაბრუნდა. ესპანეთის დედაქალაქის ქუჩებში ჩემპიონებს ათასობით გულშემატკივარი დახვდა. ქალაქის ქუჩებში ჩავლის შემდეგ, გვიან ღამით გულშემატკივრები „სანტიაგო ბერნაბეუზე“ შეიკრიბნენ, სადაც ლაზერ-შოუ მოეწყო და, რა თქმა უნდა, ჯგუფ „ქვინის“ სიმღერა „ჩვენ ჩემპიონები ვართ“ გაჟღერდა. გულშემატკივრების განსაკუთრებული მადლობა კი ზინედინ ზიდანს ერგო, რომელმაც ზუსტად 20 წლის წინ მსოფლიოს ჩემპიონობა ფეხბურთელის […]

პარიზში მიგრანტმა ბავშვი აივნიდან გადავარდნისგან იხსნა /VIDEO/

მიგრანტი მალიდან მამუდუ გასამი ნამდვილ გმირად იქცა, როდესაც ყოველგვარი დაზღვევის გარეშე პარიზის ერთ-ერთი საცხოვლებელი სახლის გარე ფასადზე მეოთხე სართულამდე ავიდა და აივნის მოაჯირზე ჩაბღაუჭებული ბავშვი გადაარჩინა. მიგრანტის გმირობის და ბავშვის გადარჩენის ვიდეო სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელდა. მამადუ გასამს მე-4 სართულამდე ასაღწევად ერთ წუთზე ნაკლები დრო დასჭირდა. იქამდე 4 წლის ბავშვის დაჭერას მეზობელ აივანზე მყოფი მამაკაცი […]

ინსულტი – ალექს ფერგიუსონს სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილი მწვრთნელი სერ ალექს ფერგიუსონი  ტვინში სისხლის ჩაქცევით საავადმყოფოში დააწვინეს და გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარეს. ექიმების განცხადებით,  ქირურგიულმა ჩარევამ წარმატებით ჩაიარა. თუმცა ექიმები ასე ამბობენ, რომ 76 წლის ფერგიუსონს რეაბილიტაციისთვის მნიშვნელოვანი დრო დასჭირდება. სერ ალექს ფერგიუსონი მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მწვრთნელია. ის „მანჩესტერ იუნაიტედს“ 1986 წლიდან 2013 წლამდე პერიოდში წვრთნიდა და ამ […]

ფინეთი „უპირობო შემოსავალს“ აუქმებს

ფინელები უპირობო შემოსავალს აღარ მიიღებენ. 2019 წლის დასაწყისში მთავრობა პირველ ნაციონალურ ექსპერიმენტს დაასრულებს, რომლითაც მოქალქეებს, მათი დასაქმების მიუხედავად, ფიქსირებული თანხა ეძლეოდათ. 2017 წლის იანვრიდან, ექსპერიმენტის სახით, 2 ათასი უმუშევარი ყოველთვიურად სახელმწიფოსგან 560 ევროს იღებდა. ამასთანავე ეს უმუშევრობის შემწეობა არ იყო, რადგან მათ ამ თანხის გადახდა იმ შემთხვევაშიც შეუნარჩუნდებოდათ, თუკი მუშაობას დაიწყებდნენ. ხელისუფლება მიიჩნევდა, რომ ამით […]