25 წელი პირველი SMS-ის გაგზავნიდან

ახლო წარსულის ეს გადმონაშთები დღეს უკვე სამუზეუმო ექსპონატებია, თუმცა 25 წლის წინ სწორედ ერთ-ერთი ასეთი მოწყობილობიდან გაიგზავნა მსოფლიოში პირველი SMS-ი, მოკლე ტექსტური შეტყობინება. ნილ პაპუორტი, პირველი SMS-ის ავტორი შეტყობინება მხოლოდ ორი სიტყვისგან შედგებოდა – შობას გილოცავთ. მე ის კომპანია Vodafone-ის იმდროინდელ ხელმძღვანელ რიჩარდ ჯარვისს გავუგზავნე, რომელიც საშობაო წვეულებაზე იმყოფებოდა. პირველ შეტყობინაზე გამგზანს პასუხი არ მიუღია. […]

პიცა კოსმოსში

როგორ მოვამზადოთ პიცა უწონადობის პირობებში? საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე კულინარიული ექსპერიმენტი ჩატარდა. ტრადიციული იტალიური პიცა, პირდაპირი გაგებით ჰაერში მომზადდა. იმან, რომ გრავიტაციის არარსებობის პირობებში ინგრედიენტები სხვადასხვა მხარეს დაფრინავდნენ, მზარეულ-ასტრონავტებს ხელი ვერ შეუშალა, მზადების პროცესი კი უფრი სახალისო გახადა. ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ სადგურზე მყოფმა იტალიელმა ასტრონავტმა პაოლო ნესპოლიმ დედამიწასთან კავშირის ერთ-ერთი სეანსის დროს დაიჩივლა, რომ […]

ფორბსის უმდიდრეს მომღერალთა სია

ამერიკელი მომღერალი ბიონსე ნოულზი ჟურნალ ფორბსის ვერსიით,  მუსიკის სფეროში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ქალია. 2017 წლის მონაცემებით, ბიონსემ 105 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. ამ თანხაში შედის როგორც ალბომის გაყიდვით მიღებილი შემოსავალი, ასევე საკონცერტო ტურნეთი მიღებული ფული. გარდა ამისა, 36 წლის ბიონსე ტანსაცმლის საკუთარი ხაზის მფლობელია. წელს მარტში ფორბსმა ბიონსეს ქმარი რეპერი ჯეი ზის ქონება 810 მილიონ დოლარად შეაფასა […]

ნაპოლეონის ოქროს დაფნის ფოთოლი

ნაპოლეონ ბონაპარტის დაფნის გვირგვინის ერთი ფოთოლი აუქციონზე 625 ათას ევროდ გაიყიდა. 10 გრამიანი ოქროს ნაკეთობა მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი დამპყრობლის ძალაუფლების სიმბოლოდ შეფასდა. ჟან პიერ ოსენატი / აუქციონერი ნაპოლეონი მსოფლიო ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფიგურა იყო. საინტერესოა, რომ ასეთი მცირე ზომის ნივთი მისნაირი მასშტაბის ადამიანის ერთგვარ სიმბოლოდ იქცა. ცნობილია, რომ გვირგვინი ნაპოლეონის კორონაციის ცერემონიისთვის დამზადდა, თუმცა […]

გარი ოლდმენის „ბნელი საათი“

გარი ოლდმენმა უინსტონ ჩერჩილის როლი შეასრულა. 35-წლიანი სამსახიობო კარიერს მანძილზე ვეტერან მსახიობს ბეთჰოვენის, ლი ჰარვი ოსვალდისა, პონტოელი პილატეს და სხვა ისტორიულ პირთა  როლები აქვს შესრულებული. ამჯერად მსახიობმა ინგლისის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი პოლიტიკოსისა და ქვეყნის პრემიერ-მინისტრის როლი მოირგო. გარი ოლდმენი / მსახიობი მე ძალიან დიდი ხანი ვიფიქრე, სანამ როლის შესრულებას დავთანხმდებოდი. საბოლოოდ მე და ჯო შევხვდით […]

American Music Awards

ბრუნო მარსი American Music Awards-ის ვერსიით წლის საუკეთესო შემსრულებელია.  მსოფლიოს ერთ ერთი ყველაზე პრესტიჟული მუსიკალური პრემიის მთავარი ჯილდოს გარდა 32 წლის მომღერალმა  კიდევ 6 ნომინაციაში გაიმარჯვა. კომპოზიცია That’s What I Like საუკეთესო სოულ სიმღერად აღიარეს, ხოლო ამ სიმღერაზე გადაღებული კლიპი – წლის საუკეთესი კლიპად. თავად ბრუნო მარსმა დაჯილდოვების ცერემონიალზე დასწრება, რომელიც ლოს ანჯელესში გაიმართა, ვერ […]

70 წელი ერთად

ინგლისის დედოფალს ელიზაბეტ მეორესა და მის მეუღლეს პრინც ფილიპს ქორწინების 70 წელი შეუსრულდათ. იუბილესთან დაკავშირებით ბუკინგემის სასახლის წარმომადგენლებმა, სპეციალურად გადაღებული ფოტოები გაავრცელეს. ფოტოსურათებზე დედოფალი პრინც ფილიპთან ერთად არის აღბეჭდილი. დედოფალს სწორედ ის კაბა აცვია, რომელიც ბრილიანტის იუბილეზე ეცვა. ელიზაბეტ მეორეს ოქროს, ლალისა და ბრილიანტის აქსესუარები ამშვენებს, რომელიც ფილიპმა დედოფალს 1966 წელს აჩუქა. წყვილმა 1947 წლის […]

მის მსოფლიო 2017

მის მსოფლიოს ტიტული 20 წლის ინდოელმა მანუში ჩხილარმა მოიპოვა. კონკური ჩინეთის საკურორტო კუნძულ ჰაინანზე გაიმართა. გამარჯვებული ინდოეთის ჩრდილოეთში მდებარე ხარიანას შტატიდანაა, ლაპარაკობს ჰინდიზე და ინგლისურად. დაკავებულია კლასიკური ინური ცეკვებით და ამასთანავე სწავლობს უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე. მის მსოფლიოს კონკურსზე მეორე ადგილი მექსიკელმა ანდრეა მეზემ დაიკავა, მესამეზე კი ბრიტანელი სტეფანი ჰილი გავიდა. გარეგნული მონაცემების და სხვადახხვა კონკურსებში […]

რენე მალტეტის ცხოვრებისეული იუმორი. Vol.1

რენე მალტეტის  /René Maltête/ მახვილი თვალი, ხედავდა იმას, რასაც სხვები ვერ ამჩნევდნენ და ყოველდღიური ცხოვრებიდან გენიალურ, ღიმილის მომგვრელ კადრებს იჭერდა.