ლებრონ ჯეიმსი ლეიკერსში გადავიდა

ნაციონალური საკალათბურთო ლიგის სამგზის გამარჯვებული ლებრონ ჯეიმსი მიმდევნო სეზონს ლოს ანჯელეს ლეიკერსში დაიწყებას. ლებრონის ლოსანჯელესური კონტარქტი 4-წელზეა გათვლილი და მისი ღირებულება 154 მილიონ დოლარს შეადგენს. ლებრონ ჯეიმსმა, რომელიც თანამედროვეობის ერთ-ერთ უდიდეს კალათბურთელად ითვლება, კარიერა კლივლენდში დაიწყო და იქ ჯამში 11 სეზონის განმავლობაში ითამაშა. ლებრონი კლივლენდის ყველა დროის ყველაზე შედეგიანი მოთამაშეა. ლეიკერსი, რომელიც ლიგის ერთ-ერთი ყველაზე […]

ეგვიპტელი კომენტატორი საუდის არაბეთთან მატჩის ბოლო წუთზე გარდაიცვალა

ეგვიპტელი კომენტატორი აბდელ რახიმ მოჰამედი თავისი ქვეყნის ნაკრების საუდის არაბეთთან წაგების შემდეგ გარდაიცვალა. ქაიროს „ზამალეკის“ ყოფილ მწვრთნელს მატჩის შემდგომ გადაცემაში უნდა მიეღო მონაწილეობა, მაგრამ საუდელთა მეორე გოლის მომენტში – მეხუთე წამატებულ წუთზე, თავი ცუდად იგრძნო და გონება დაკარგა. კომენტატორს პირველადი სამედიცინო დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს, თუმცა უშედეგოდ. შემდეგ ის საავადმყოფოში წაიყვანეს, სადაც ის მიყვანიდან მცირე ხანში […]

კოლუმბიაში 54 მეტრის სიმაღლის შენობა ააფეთქეს /VIDEO/

კოლუმბიის ქალაქ მედელინში 54 მეტრის სიმაღლის შენობა მართული აფეთქებით დაანგრიეს. 18-სართულიანი შენობა 2009 წელს აშენეს, თუმცა მალევე ბზარები გაუჩნდა და 2016 წლის შემდეგ ცარიელი იყო. სპეციალისტებმა დემონტაჟისთვის 100 კილო დინამიტი გამოიყენეს. Please follow and like us:

F**ck Trump და დე ნიროს IQ

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მსახიობ რობერტ დე ნიროს გონებრივი შესაძლებლობები ეჭვქვეშ დააყენა. პრეზიდენტმა თვითერში ამის შესახებ მას მერე დაწერა, რაც “ტონის” დაჯილდოებაზე სცენაზე ასულმა დე ნირომ დონალდ ტრამპს ყოველგვარი შესავლის და განმარტების გარეშე შეაგინა. გინებას დარბაზში ოვაცია მოჰყვა. დონალდ ტრამპი რობერტ დე ნიროს ძალიან დაბალი IQ აქვს. ფილმებში მას ძალიან ხშირად ურტყავენ თავში. გუშინ […]

საფრანგეთის ნაკრები რუსეთში ჩავიდა /VIDEO/

საფრანგეთის ნაკრები უკვე რუსეთშია. ფრანგებს ჯგუფში მეტოქეებად ავსტრალია, პერუ და დანია ჰყავთ. წესით, გასვლა არ უნდა გაუჭირდეთ, თუმცა 2002-შიც  არ უნდა გასჭირვებოდათ… Please follow and like us:

როგორ ჩავიდნენ ზაზა ფაჩულია და ვორიორზები ოკლენდში /VIDEO/

NBA-ს ჩემპიონობა გოლდენ სტეიტ ვორიორზმა კლივლენდში მოიპოვა, მშობლიურ ოკლენდში დაბრუნებულ ზაზას და ვორიორზებს აეროპორტში დახვედრა მოუწყეს. გრანდიოზული ზეიმი კი ორაკლ არენაში მოეწყო. Please follow and like us:

კანადაში მარიხუანას ლეგალიზაცია მოხდება

კანადის სენატმა მარიხუანას ლეგალიზაციას უყარა კენჭი. იქამდე კანონპროექტი კანადის პარლამენტის თემტა პალატამაც მოიწონა. იმის გამო, რომ სენატმა კანონროპექტი მრავლობითი ჩასწორებებით მოიწონა, ახლა უკვე ამ ჩასწორებების განსახილველად კანონპროექტი ისევ ქვედა პალატაში დაბრუნდება. ვარაუდობენ, რომ ლეგალიზაციის შესახებ კანონი მიმდინარე წლის ბოლოს ამოქმედდება. გამოკითხვების თანახმად, მარიხუანას ლეგალიზაციას კანადელთა 60 პროცენტი უჭერს მხარს. პარლამენტში კანონპროექტი მმართველმა ლიბერალურმა პარტიამ წარადგინა, […]

Facebook-ის შეცდომა: 14 მილიონი „გაპარული“ პოსტი

ფეისბუკის ადმინისტრაციის შეცდომის გამო 14 მილიონი მომხმარებლის პოსტები, რომლებიც მხოლოდ ადამიანთა შეზღუდული ჯგუფებისთვის იყო განკუთვნილი, ღიად გავრცელდა. ინფორმაცია კომპანიამ ოფიციალურად დაადასტურა. ფეისბუკის ფუნქციებში ხარვეზები 18-დან 27 მაისამდე პერიოდში დაფიქსირდა. ხარვეზის გამომწვევი მიზეზი ახალი ფუნქციის ტესტირება გახდა. შეცდომის გამო, პოსტები, რომლებიც მომხმარებლებმა მხოლოდ მეგობრებისთვის დაწერეს, ყველა მომხმარებლისთვის გასაჯაროვდა. კომპანიის თანამშრომლებმა შეცდომა მხოლოდ 22 მაისს აღმოაჩინეს, მის […]

არგენტინამ ისრაელთან მატჩი გააუქმა

არგენტინის ნაკრებმა ისრაელთან დაგეგმილი ამხანაგური მატჩი გააუქმა. შეხვედრა მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე 4 დღით ადრე, შაბათს,  იერუსალიმში უნდა გამართულიყო. არგენტინელებმა გადაწყვეტილება პალესტინის ფეხბურთის ფედერაციის მოწოდების შემდეგ მიიღეს, რომლის აზრითაც ისრაელი საერთაშორისო ბოიკოტს იმსახურებს ღაზას სექტორში სისხლისღვრის გამო. ბუენოს აირესში ისრაელის საელჩომ არგენტინის ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილების გამო სინანული გამოთქვა. საელჩოში განაცხადეს, რომ არგენტინელი ფეხბურთელები პალესტინელების მხრიდან მუქარის […]

პირველი ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე

ფეხბურთში მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე 8 დღე დარჩა. რუსეთში ჩემპიონატის მონაწილე პირველი ნაკრები ჩავიდა. მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტში ირანის ნაკრების თვითმფრინავი დაეშვა. ჯგუფურ ეტაპზე ირანი მაროკოს, ევროპის მოქმედ ჩემპიონ პორტუგალიას და მსოფლიოს ექს-ჩემპიონ ესპანეთს შეხვდება. ირანელები მატჩებს სანკტ პეტერბურგში, ყაზანსა და სარანსკში ჩაატარებენ. Please follow and like us: