რა მოხდა სომხეთში – მოკლედ და მარტივად

სერჟ სარგსიანს ორი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ ძალაუფლების შენარჩუნების 3 შესაძლო ვარიანტი ჰქონდა:   ქართული: პრეზიდენტი ცვლის კონსტიტუციას. ძალაუფლება პრეზიდენტიდან პრემიერ-მინისტრზე გადადის. პრეზიდენტს პრემიერად ირჩევენ.       რუსული: პრეზიდენტი ერთი ვადით მემკვიდრედ ასახელებს უამბიციო და უუნარო ფიქტიურ პრეზიდენტს, თვითონ ხდება პრემიერი, ერთი ვადის მერე კი ისევ იკავებს პრეზიდენტის პოსტს. კონსტიტუციის შეცვლა საჭირო არ ხდება. […]

საფრანგეთი გმირ პოლიციელს გამოეთხოვა /VIDEO/

დღეს საფრანგეთი გმირ პოლიციელს, არნო ბელტრამს გამოეთხოვა. საერთო ნაციონალური პანაშვიდი კი გუშინ პარიზში, ინვალიდთა სასახლეში გაიმართა. ვიცე-პოლკოვნიკი ბელტრამი წინა პარასკევს სამხრეთ საფრანგეთში განხორციელებული ტერაქტის დროს დაიღუპა.  ტერორისტმა სუპერმარკეტში მოლარე გოგონა აიყვანა მძევლად. ადგილზე მისულმა არნო ბელტრამმა, ტაბელური იარაღი დადო და ტერორისტს გოგონას გათავისუფლების სანაცვლოდ მძევლად საკუთარი თავი შესთავაზა. ჟანდარმი რამდენიმე საათის განმავლობაში ერთი ერთზე დარჩა […]

ჰომო პატრიოტიკუს, ანუ ნაძირლების თავშესაფარი

1775 წლის 7 აპრილს, ლონდონის ლიტერატურულ კლუბში ნაკითხი ხალხი შეკრებილიყო. სხვადასხვა თემებზე საუბრობდნენ და ბოლოსკენ ეს ლაპარაკი იქითკენ წავიდა, რომ რამდენჯერმე ახსენეს პატრიოტიზმი. კლუბში სხვებთან ერთად იმყოფებოდა სემუელ ჯონსონი, იმ დროისთვის 66 წლის ლიტერატურული კრიტიკოსი და ლექსიკოგრაფი, რომლის სახელიც, თუკი „ბრიტანიკას“ დავუჯერებთ, იმ საუკუნის სინონიმსაც კი წარმოადგენდა ინგლისურენოვან სამყაროში. ჰოდა, იმ გაცხოველებული მსჯელობისას, როგორც ჯონსონის […]

მარკიზი და მოდელიერი – უბერ დე ჟივანში გარდაიცვალა /VIDEO/

ფრანგი არისტოკრატი და მოდელიერი უბერ დე ჟივანში გარდაიცვალა.  ვისაც ჟივანშის მოდის სახლზე არაფერი სმენია, ეს ამბავი არც არაფერს ეტყვის, სხვებისთვის კი ვთქვათ, რომ ჟივანში 91 წლისა იყო. ბიზნესი გასული საუკუნის 50-იან წლებში დაიწყო და ისეთ ქალებს აცმევდა, როგორებიც მაგალითად, ჟაკლინ კენედი და გრეის კელი იყვნენ. პირველი კოლექცია ჟივანშიმ 24 წლის ასაკში შექმნა და მისი გვარი […]

Degeneratus, ანუ რატომ ვართ უკანალში

გამარჯობა. გაიცანით, თუმცა ალბათ, უკვე იცნობთ: ეს ქალბატონი ადაა. ქალბატონი ადა დეგენერატია. დეგენერატი (Degeneratus) ლათინური სიტყვაა და ქართულად გადაგვარებულს ნიშნავს. დიახ, ქალბატონი ადა გადაგვარებულია. ქალბატონი ადა, გარდა იმისა რომ დეგენერატია, საქართველოს 5 მოწვევის პარლამენტის დეპუტატია. ქალბატონ ადას ხელები არავისთვის გადაუგრეხია, პარლამენტში უკანა კარიდანაც არ შეპარულა. ქალბატონი ადა საქართველოს მოქალაქეებმა აირჩიეს. პარლამენტში მის ყოფნას ბოლო არჩევნების […]

ერთი ფოტოს კვალდაკვალ – რატომ გვიმტკიცებენ, რომ ცუდები ვართ?

რამდენიმე დღის წინ, 26 თებერვალს, FB-ზე ხეტიალისას აი, ამ ფოტოს გადავაწყდი. ფოტოს დედააზრი მარტივი და ნათელია – აი, ეს ვართ ქართველები… ეს ფოტო ნიმუშად გამოვიყენოთ, თორემ ამ ტიპის ფოტოები ინტერნეტში მრავლად ვრცელდება… აზრი, რომ ქართველები ასეთი უღირსები ვართ, გაიზიარა 4 ათასზე მეტმა ადამიანმა. ამ წერილის დაწერის მომენტში ფოტოს აქვს 4058 შეარი და 327 angry (გაბრაზებული […]

როგორ მოიქცეოდა ისრაელი ოთხოზორია და ტატუნაშვილი ებრაელები რომ ყოფილიყვნენ?

ცხინვალში არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობამ, ეს ძველი ამბავი გამახსენა. ხშირად მახსენდება ეს ამბავი, იქამდე გიგა ოთხოზორიას მკვლელობის მერეც გავიხსენე… ამბავი 46 წლის წინ მოხდა და ორი ნაწილისგან შედგება. პირველ ნაწილზე მოკლედ და მშრალად გიამბობთ, მეორეზე – უფრო ვრცლად.   პირველი ნაწილი 1972 წელს, მიუნხენში, ოლიმპიური თამაშების დროს პალესტინელმა ტერორისტებმა ისრაელის დელეგაციის 11 წევრი მოკლეს – 4 […]

ყველა იტყუება. თქვენც

ყველანი იტყუებიან. ყველაში ცხადია, თქვენც იგულისხმებით. მაგრამ თავი ნაკლებად უხერხულად რომ იგრძნოთ, სხვებზე ვილაპარაკოთ. ადამიანები იტყუებიან იმაზე, რამდენი დალიეს, რამდენად ხშირად ვარჯიშობენ, იტყუებიან ვითომ წაკითხულ წიგნზე, ახალი ფეხსაცმლის ფასზე. ადამიანები იტყუებიან რომ ავად გახდნენ, იტყუებიან მაშინაც, როდესაც გპირდებიან, რომ კავშირზე იქნებიან. იტყუებიან, როდესაც ამბობენ, რომ თქვენ არ გგულისხმობენ, თუმცა აშკარაა, რომ სწორედ თქვენ გჭორავენ. ისინი […]

სიყვარული, სექსი და პრეზიდენტები

წელს 20 წელი შესრულდა მსოფლიო ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი სექს-სკანდალიდან, რომელიც სახელმწიფო მეთაურის პირად ცხოვრებას ეხება. 1998 წლის იანვარში ამერიკულ მედიაში გაჩნდა ცნობა, რომ თეთრი სახლის 22 წლის პრაქტიკანტი მონიკა ლევინსკი მინეტს უკეთებდა 49 წლის პრეზიდენტ ბილ კლინტონს. მოგვიანებით ქალმა ვითომ მოკრძალებული სიკეკლუცით თქვა, რომ პრეზიდენტთან ორალური სექსი ცხრაჯერ ჰქონდა. სკანდალი ხმაურიანი გამოდგა და ერთი […]

რატომ უარყვეს ებრაელებმა იესო?

მართლაც, რატომ? არ გიფიქრიათ? აბა, წარმოვიდგინოთ – ამჟამად დედამიწაზე ორ მილიარდზე მეტ ადამიანს სწამს იესოსი. კერძოდ, ის, რომ: ა. იესო ნამდვილად არსებობდა; ბ. ნაღდად ის იყო, ვინც ჰგონიათ. და რაც მთავარია, ამ ორი მილიარდიდან არც ერთს ცოცხალი იესო ნანახი არ ჰყავს. აბა, მაშინ რა დაემართათ იმ ძველ ებრაელებს, რომლებმაც იესო ცოცხალი ნახეს, მისგან მოწოდებული პური […]