სამოც კაციან ქეიფში კონტრაქტზე ვინ ლაპარაკობს

„ბაიერნმა” ბუნდესლიგის ნაადრევი ჩემპიონის რანგში პირველი თამაში „გლადბახთან” ჩაატარა და 5:1 მოიგო. მატჩის შემდეგ, ბავარიელთა პრეზიდენტმა ული ჰიონესმა და აღმასრულებელმა დირექტორმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ ერთობლივი პრეს-კონფერენცია გამართეს, რაც გასაკვირი იშვიათობაა. საუბრის თემა ფრანკფურტის „აინტრახტის” სპორტული დირექტორის, ფრედი ბობიჩის მიერ წინა დღით წარმოთქმული ბრალდება გახლდათ. ბობიჩმა „ბაიერნის” შეფებს მისგან მწვრთნელის ნიკო კოვაჩის „მიტაცებაში” დასდო ბრალი. „ძალიან გავბრაზდი, […]

ნიკო კოვაჩი – ბაიერნის ახალი მწვრთნელი

„შპორტ ბილდისა” და „ბილდის” ინფორმაციით, რომელიც რამდენიმე საათში თავად კლუბმაც დაადასტურა „ბაიერნის” ბოსებმა ახალი მწვრთნელი უკვე შეარჩიეს — ის იქნება 46 წლის ნიკო კოვაჩი. როგორც ჩანს ბავარიელთა ხელმძღვანელებმა თავისივე გრაფიკს გაასწრეს. მათ ნათქვამი ჰქონდათ, რომ 72 წლის იუპ ჰაინკესის შემცვლელი უნდა ყოფილიყო გერმანულად მოლაპარაკე კაცი, რომელიც გუნდს ზაფხულში ჩაიბარებდა და კლუბი მის ვინაობას აპრილის ბოლოს […]

ცოლი და ტაკონი

ცოლიც მსაჯი ჰყოლია თურმე მაიკლ ოლივერს, ინგლისელ არბიტრს,  რომელმაც ისე დაუსტვინა საპენალტედ „რეალისთვის“, რომ მისი ნასტვენი  ჯერ კიდევ მიზუზუნებს  მადრიდიდან ტურინისკენ. „იუვენტუსის“ ქომაგებმა  მაიკლის მეუღლის, ლუსის ტვიტერზე მოქექეს  2016 წელს „სანტიაგო ბერნაბეუზე” გადაღებული  სურათი წარწერით:  „მგონი არაა ცუდი სტადიონი“.  იქვეა ესპანეთის დედაქალაქში ცოლ-ქმრის  მოგზაურობის სხვა სურათებიც  მინაწერით: „საყვარელი მადრიდი“.  ცხადია,  ტიფოზები პირდაპირ სამხილებს  ეძებენ ოლივერების […]

სიკვდილი „ჩრდილოეთის ჯოჯოხეთში“

პარიზი-რუბეს ველორბოლა უკანასკნელი აღმოჩნდა 23 წლის მიხაელ გოლარსტისთვის. რბოლისას მან წონასწორობა დაკარგა, ქვაფენილზე დაეცა და გონება დაკარგა. შემდეგ მას გულიც გაუჩერდა. ადგილზე ჩატარებულმა რეანიმაციულმა ზომებმა შედეგი არ მოიტანა. სპორტსმენის გადარჩენა საავადმყოფოშიც ვერ მოხერხდა, სადაც ის ვერტმფრენით გადაიყვანეს. პარიზი-რუბეს ველორბოლა ტექნიკური თვალსაზრისით ერთ-ერთ ყველაზე რთულ შჯიბრად მიიჩნევა. ტრასის მნიშვნელოვან მონაკვეთს სპორტსმენები ასფალტის ნაცვლად ქვაფენილზე გადიან, რა […]

Go, CANADA, Go!

გამოტყდით, რომ ამ არეულ დროში ჰოკეი კიდეც მიგავიწყდათ. არადა, ჰოკეი დიდი რამ გახლდათ, ჩემმა მზემ. მსოფლიოში ყველაზე სწრაფ გუნდურ თამაშს ამ ჩვენს ქალაქშიც გვარიანი ოდენობის მოყვარული ჰყავდა. მერე მოხდა გასროლ-გამოსროლანი და გულთახეთქვანი და ჰოკეიც გაქრა. მისი ადგილი ტელეეკრანზე დაიკარგა, მისი ადგილი გულში თითქოს გაიცრიცა და დაიმალა. და ახლა, ძმებო, როცა ნჰლ-ის თამაშების ყურება ჰამბურგერის გაღეჭვაზე […]

60 წელი მიუნხენის ტრაგედიიდან

დღეს 60 წელიწადი შესრულდა საფეხბურთო სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე დიდი  ტრაგედიიდან  – „მანჩესტერის“ ავიაკატასტროფიდან. იმ საბედისწერო დღეს, 1958 წლის 6 თებერვალს, თვითმფრინავის ჩამოვარდნამ 23 ადამიანის სიცოცხლე შეწყვიტა, მათ შორის მეტ ბასბის დიდებული გუნდის რვა წევრის. ამ საშინელებამ ფეხბურთის მოყვარულებს საშუალება მოუსპო „ბასბის ბავშვების“ ჩინებული გუნდის შესაძლო ევროტრიუმფისა. მაშინ ბასბიმ მართლაც მაგარი ახალგაზრდული გუნდი შექმნა, რომელსაც უწოდეს […]

ლევან გორგაძე – ორი ნაბიჯი იმპერატორამდე

იაპონელთა სათაყვანებელ სუმოში ქართული იანვარი დგას. საუკეთესო ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ ორიოდე საათის წინ იმპდრატორის თასისკენ მორიგი ნაბიჯი გადადგა. ტოტინოსინად წოდებული ქართველის მეტოქე ელიტარულ ლიგაში უმძიმესი – 215-კილოგრამიანი მონღოლი იტონოძიო იყო. ფალავნები (სეკიტორები) მარჯვენა დგომში დაეჯახნენ ერთმანეთს და მცირეხნიანი ჭიდილის შემდეგ ლევან-ტოტინოსინმა მონღოლი დოჰიოს (საბრძოლო წრის) მიღმა მიაბრძანა. გორგაძეს ცამეტი ბრძოლის შემდეგ 12 გამარჯვება აქვს […]

ზაზას ორმაგი იუბილე

დღეს დილით ნაციონალურ საკალათბურთო ლიგაში “გოლდენ სტეიტმა” მორიგ მეტოქეს ჩაუტარა ღია გაკვეთილი. ამჯერად მსხვერპლი “მინესოტა” გახლდათ. თავად განსაჯეთ: სასტარტო შემადგენლობის ხუთმა მოთამაშემ ერთად 96 ქულა მოინაგრა, კევინ დიურანტმა სულაც სამმაგი დუბლით (28-10-11) გააბრუა სტუმრები. სათადარიგოებმაც გამოიდეს თავი და ზაზა ფაჩულიას საიუბილეო დღე სათანადოდ მიულოცეს – ზაზა სასტარტო შემადგენლობაში გავიდა პარკეტზე და ეს მისი მე-1000 მატჩი […]

როჯერი ოცდამეათეში მეოცესთვის იბრძოლებს

36 წლის შვეიცარიელი საჩოგბურთო და სრულიად სპორტული სამყაროს გაოცებას განაგრძობს. ავსტრალიის ღია პირველობის ნახევარფინალში როჯერი 6:1, 5:2 იმარჯვებდა, როცა სამხრეთკორეელმა მეტოქემ ტრავმის მომიზეზებით თეთრი ბაირაღი ააფრიალა. ფედერერი კარიერაში ოცდამეათედ გავიდა “დიდი მუზარადის” ტურნირის ფინალში. აქამდე გამართული 29 ფინალიდან 19 გამარჯვებამდე მიიყვანა. ფინალების ოდენობით ფედერერი აბსოლუტური რეკორდსმენია. მეორე შედეგი რაფა ნადალს აქვს (23 ფინალი). მეოცე სლემტიტულისთვის […]

ძაღლის ბედი

როდესაც კვირაში 505 000 გირვანქას გიხდიან, რაც ევროებში 579 300-ს უდრის, შენთვის ყველა კარი ხსნილია. შენი ძაღლებისთვისაც. „მანჩესტერ იუნაიტედის” ახალ შენაძენზე, ჩილელ ალექსის სანჩესზე მოგახსენებთ. ის მანჩესტერის სასტუმრო „ლოური ოტელში” დაბინავდა, სადაც წესით ცხოველების შეყვანა აკრძალულია, მაგრამ… გააჩნია ვისთვის. ამქვეყნად წესი და სამართალი ხომ შერჩევითია. ერთი სიტყვით, სანჩესის ძაღლები ატომი და ჰამბერი (თუ ესპანურად უძახის, […]