დატოვებს თუ არა რონალდუ რეალს?

კრიშტიანო რონალლუ თავის ძველ კლუბში, „მანჩესტერ იუნაიტედში“ დაბრუნებას აპირებს – ცნობა ავტორიტეტულმა ესპანურმა სპორტულმა გამოცემა As-მა გაავრცელა. გაზეთის ინფორმაციით, მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა რონალდუსთვის ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ მიცემული  დაპირება არ შეასრულა და  ფეხბურთელს კონტრაქტში უკეთესი პირობები არ ჩაუწერა. ესპანელი ჟურნალისტები წერენ, რომ მანჩესტერში რონალდუს სურვილის შესახებ უკვე ინფორმირებულები არიან. ხმები რონალდუს წასვლის შესახებ, […]

კარლოს ტევესი ბოკა ხუნიორსში დაბრუნდა

კარლოს ტევესმა „ბოკა ხუნიორსის“ ფორმა კიდევ ერთხელ მოირგო. ფეხბურთელი აცხადებს, რომ თავის ძველ გუნდში დაბრუნება იმიტომ გადაწყვიტა, რომ სურს, კიდევ ერთხელ აღმართოს ლიბერტადორესის თასი. 33 წლის ტევესმა თქვა, რომ კარიერას დიდხანს ვეღარ გააგრძელებს და სურს, ფეხბურთისგან მაქსიმალური სიამოვნება მიიღოს. კარლოს ტევესი „ბოკა ხუნიორსის“ მოთამაშე უკვე მესამედ გახდა. ამ გუნდის ღირსებას ფეხბურთელი თავდაპირველად საუკუნის დასაწყისში, შემდეგ […]

ენდი მარეიმ ოპერაცია გაიკეთა

ჩოგბურთელმა ენდი მარეიმ ფეხზე ოპერაცია გაიკეთა. ფეისბუკში თავის გვერდზე ბრიტანელმა ჩოგბურთელმა დაწერა, რომ მოუთნელად ელის იმ მომენტს, როდესაც კორტზე დაბრუნებას კვლავ შეძლებს. ამასთანავე მარეიმ დააზუსტა, რომ ლაპარაკია მხოლოდ ზაფხულის იმ ტურნირებზე, რომლებიც ბალახის საფარზე ტარდება. ამგვარად, დაზუსტებით გახდა ცნობილი, რომ ბრიტანელი ჩოგბურთელი არა მხოლოდ ავსტრალიის ღია პირველობას, არამედ როლან გაროსსაც გამოტოვებს. ენდი მარეი კორტზე ბოლოს […]

უძვირესი ტრანსფერი ბარსელონასთვის

„ბარსელონამ“ „ლივერპულის“ ნახევარმცველ ფილიპე კოუტინიოსთან 5,5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ეს ტრანსფერი უძვირესია „ბარსელონასთვის“ და ამავე დროს მთლიანად ინგლისური ფეხბურთისთვის. გავრცელებული ინფორმაციით, ბარსელონელებმა ფეხბურთელში 120 მილიონი ევრო გადაიხადეს, გუნდში წარმატებული თამაშის შემთხვევაში კი „ბარსელონა“ ლივერპულელებს დამატებით 40 მილიონ ევროს გადაუხდის. კონტრაქტის დარღვევის საფასურად კი 400 მილიონი ევროა განსაზღვრული. ფილიპე კოუტინიო, ფეხბურთელი დაჯერებაც კი მიჭირს, რომ ჩემს კერპებთან […]

კოუტინიო ბარსელონაში – მესამე უძვირესი ტრანსფერი ისტორიაში

„ლივერპულის“ ნახევარმცველი ფილიპე კოუტინიო „ბარსელონაში“ გადადის. ინფორმაცია ორივე კლუბის პრესსამსახურმა დაადასტურა. 25 წლის ბრაზილიელი ესპანურ კლუბთან 5,5-წლიან კონტრაქტს აფორმებს. ამავე კონტრაქტით, ვადამდე კონტრაქტის გაწყვეტის საფასური 400 მილიონი ევრო იქნება. ბრიტანული მედიის ინფორმაციით, ინგლისური კლუბი მოთამაშეს 160 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეელია. ამგვარად, კოუტინიოს გადასვლა „ბარსელონაში“ მესამე უძვირესი ტრანსფერი ხდება მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში. უფრო მეტი ფული მხოლოდ […]

გიჟმა გიჟზე თქვა გიჟიაო

ჟოზე მოურინიუ რომ არ ყოფილიყო მსოფლიოს საფეხბურთო საზოგადოებას ვინ ასეირებდა? პორტუგალიელმა ახალი ბრძოლა წამოიწყო, ამჯერად ანტონიო კონტესთან. ჟოზე მოურინიუ ფორმაშია კონფლიქტი, რასაკვირველია „განსაკუთრებულმა” გააჩაღა, მაგრამ გუშინდელი რაუნდი იტალიელის ბრალია, რომელიც გარდა იმისა, რომ შესანიშნავი მწვრთნელია, საოცრად ექსცენტრული კაცი ბრძანდება. მან მოურინიუს პირველი ნაკბენი არ დაივიწყა და „მანჩესტერ იუნაიტედის” თავკაცზე თქვა, ასაკობრივი დემენცია სჭირსო. თხრობა მოურინიუს […]

სკანდალები ჭადრაკში მსოფლიოს ჩემპიონატზე

საუდის არაბეთში მსოფლიოს ჩემპიონატი სწრაფ ჭადრაკში სკანდალების ფონზე დაუწყო. მსოფლიოს ჩემპიონატში მონაწილოებას არ იღებენ ებრაელი მოჭადრაკეები, რომლებსაც საუდის არაბეთმა ვიზებზე უარი უთხრა. მასპინძელი ქვეყნის ხელისუფლებამ ებრაელი მოჭადრაკეების არშეშვება ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობის არქონით ახსნა. ისრაელის ჭადრაკის ფედერაციაში განაცხადეს, რომ მათ მიმართ ამგვარი დამოკიდებულების გამო ფინანსურ კომპენსაციას მოითხოვენ. საუდის არაბეთში არ თამაშობს, სწრაფ ჭადრაკში მსოფლიოს […]

ჰარი კეინი – ორით მეტი ლეო მესიზე

ჰარი კეინმა, ლონდონური „ტოტენჰემის“ ფეხბურთელმა, ინგლისის პრემიერლიგის მე-20 ტურში „საუთჰემპტონს“ 3 ბურთი გაუტანა, რითაც წლის განმავლობაში 56 გოლი დააგროვა. ეს კი საუკეთესო შედეგია ევროპულ ჩემპიონატებში მოთამაშეთა შორის. „ტოტენჰემისა“ და „საუთჰემპტონის“ შეხვედრა 5:2 დასრულდა. კეინმა პირველ ტაიმში დუბლი შეასრულა, მესამე ბურთი კი შესვენების შემდეგ გაიტანა. საბოლოოდ ჰარი კეინმმა მთავარ კონკურენტს, „ბარსელონას“ არგენტინელ ფორვარდ ლიონელ მესის ორი […]

ბარსელონა რეალს ღირსების დერეფანს არ მოუწყობს!

შაბათს, 23 დეკემბერს, “ბარსელონა” “რეალს” ღირსების დერეფანს არ მოუწყობს — ასეთია კატალონიური კლუბის პრინციპული გადაწყვეტილება, რომლის შესახებაც მისმა ინსტიტუციურ ურთიერთობათა დირექტორმა, გილერმო ამორმა განაცხადა. შაბათს, მადრიდელებმა, მოგეხსენებათ, აბუ დაბიში კლუბთა მსოფლიოს ჩემპიონის წოდება მოიპოვეს. “ჩვენი კლუბი ღირსების დერეფანს ჩვეულებრივ მხოლოდ ჩემპიონთა ლიგისა და ლა ლიგის მომგებ გუნდებს უკეთებს… ეს ის შემთხვევა არ არის,” — განმარტა […]

ჩემპიონთა ლიგის ფინალის ლოგო

კიევში ჩემპიონთა ლიგის ფინალის ლოგოს პრეზენტაცია გაიმართა. ლოგოზე ჩემპიონთა თასი სტადიონ ოლიმპიისკის ფონზეა გამოსახული. ლოგო უკრაინის დროშის ფერებშია გადაწყვეტილი. ლოგოს პრეზენტაცია კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს და უკრაინის ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ანდრეი შევჩენკოს მონაწილეობით გაიმართა. ლიგის ფინალი 26 მაისს ჩატარდება. ფინალში გასვლის შანსს ამ დრომდე ინარჩუნებს უკრაინული კლუბიც – დონეცკის შახტარი მერვედფინალში იტალიურ რომას დაუპირისპირდება. დიდ […]