საღი აზრი! საღი აზრი დაგვავიწყდა!

TV პირველზე ვახო სანაიას გადაცემა “ხალხის პოლიტიკაში” შრომის უსაფრთხოების საკითხებზე კამათისას, “გირჩის” წარმომადგენელმა ვახტანგ მეგრელიშვილმა თქვა, რომ რეგულაციების ნაცვლად საღი აზრი უნდა გამოვიყენოთ. Please follow and like us:

#10. მე და ღამე

ეხლა როცა ამ სტრიქონს ვწერ, შუაღამე იწვის, დნება, სიო, სარკმლით მონაქროლი, ველთა ზღაპარს მეუბნება. მთვარით ნაფენს არემარე ვერ იცილებს ვერცხლის საბანს, სიო არხევს და ატოკებს ჩემს სარკმლის წინ იასამანს. ცა მტრედისფერ, ლურჯ სვეტებით ისე არის დასერილი, ისე არის სავსე გრძნობით, ვით რითმებით ეს წერილი. საიდუმლო შუქით არე ისე არის შესუდრული, ისე სავსე უხვ გრძნობებით, ვით […]

რატომ უარყვეს ებრაელებმა იესო?

მართლაც, რატომ? არ გიფიქრიათ? აბა, წარმოვიდგინოთ – ამჟამად დედამიწაზე ორ მილიარდზე მეტ ადამიანს სწამს იესოსი. კერძოდ, ის, რომ: ა. იესო ნამდვილად არსებობდა; ბ. ნაღდად ის იყო, ვინც ჰგონიათ. და რაც მთავარია, ამ ორი მილიარდიდან არც ერთს ცოცხალი იესო ნანახი არ ჰყავს. აბა, მაშინ რა დაემართათ იმ ძველ ებრაელებს, რომლებმაც იესო ცოცხალი ნახეს, მისგან მოწოდებული პური […]

#9. წიწამურში რომ მოკლეს ილია

წიწამურში რომ მოკლეს ილია, მაშინ ეპოქა გათავდა დიდი, ძველი სიმღერა და იდილია. ფანტასტიური გამოჩნდა ხიდი. მოჰქონდათ წინათ პასტორალები, ბაღთა მნათობით გადამთოვრება, როგორ ოხრავენ მათზე ქალები, რა მშვიდი იყო მათი ცხოვრება. დრო იყო: ომით აუსახველი. დღეებს იმედი ესაკიდება. რა მძლავრად ქუხდა მათი სახელი, რა დიდი იყო მათი დიდება, დადგა ცხრაას რვა, ახალი ლანდი, ჩემთვის სიზმრებში უცნობია […]

#8. ვერხვები

ყოველთვის, როცა დაბერავს ქარი და ნისლს მთებისას გაიფენს აფრად, ვერხვის ფოთოლთა თეთრი ლაშქარი აშრიალდება უშორეს ზღაპრად. ზღაპარი იგი მათრობს და მხიბლავს ძველი ღვინის სმით, უღონოდ, მძაფრად, სადღაც დაკარგულ ვარდს და გვირილებს მოგონებებში ვიჭერ თანაბრად. ეს იყო წინათ, დიდი ხნის წინათ… სად, როდის, რისთვის? არ ვიცი, არა! იყვნენ ოდესღაც და მიეძინათ… ღელავს ფოთლების მწყობრი კამარა. მას […]

#7. ვუალისა და ვიოლჲეს შესახებ

ვენერა სარკესთან. ეგონა ფრაგონარს პალაცცო პიტტი და პერუჯი, ვენეტა. ფერები მიენდო მშვენიერ საგონარს, რომელსაც იძლევა ხმები მასსენეთა. გათავდა, განელდა, გაჩუმდა ზღაპარი! ოცნება! შენ წარსულს ვედრებით შესძახებ, რომ ისევ აინთოს უცნობი ლამპარი ვუალის, ვიოლჲეს და სხვების შესახებ. Please follow and like us:

დღის ციტატა: ნარკოტიკი არც ყველია, არც კარაქი

დიმიტრი ხუნდაძე ნინო ჟიჟილაშვილის “პოლიტმეტრში” ნარკოპოლიტიკის და “ბახალასთვის” 8-წლიანი პატიმრობის მისჯის შესახებ: 0.370 გრამი არც ყველია, არც კარაქი და არც ხაჭაპური Please follow and like us:

#6. ბოძთან ტრამვაის უცდიდა მგზავრი

ბოძთან ტრამვაის უცდიდა მგზავრი, გათეთრებული თოვლიან მხრებით, და იყო ცხრაას ჩვიდმეტი წელი თავის ქარიშხლით და ამბოხებით. უდგა თეთრ წვიმას, ჰქროდნენ ეტლები და ტრამვაების მძიმე ტივები. ნისლში სახლები და გამვლელები მოჩანდნენ, როგორც ნეგატივები. თოვლქვეშ კი, როგორც ქსოვილი ბადის, მრავალ მიუვალ გზებით ფარული ათი ათასი ნაკადი გაჩნდა, მჩქეფი, ანკარა და მოხარული. მიწის ქვეშ გზები ვიდოდნენ წყნარად და […]

#5. არა ზეცა, არა ლანდი, არა ფერია …

არა ზეცა, არა ლანდი, არა ფერია, შენ მიყვარდი, მაგრამ კარგი – არაფერია. ძველისძველი მეგობარი, ღამის მთეველი ისევ მოვა დანაკარგი… არაფერია. გაიშლება მწუხარება შეულეველი, შენის ხელით დანაქარგი… არაფერია. შორეული ხომალდები, მთა და ტყე-ველი იყოს ჩემი სულის სარკე… არაფერია. მომკლას ღვინომ, მომკლას ღამემ, ყოფნა მტვერია, მეტი ძებნა… მეტი ბარგი… არაფერია. Please follow and like us:

#4. ანგელოზს ეჭირა გრძელი პერგამენტი …

ანგელოზს ეჭირა გრძელი პერგამენტი, მწუხარე თვალებით მიწას დაჰყურებდა. მშვიდობით, მშვიდობით! ამაოდ დაგენდე, ელვარე საღამოვ ალმას საყურეთა! ბაგეთა ლოცვაო, დიდება და ძეგლო, უთუოდ მახსენებ ოდესმე… ოდესმე! გრაალის კოშკები, ლიდიის სამრეკლო შენს ფერხთქვეშ დაიმსხვრა და გლოვა მომესმა. ოჰ! როგორ გაფითრდა ციურთა თანადი ოცნება, ნახაზი საგანთა უარით, ღრუბელი ფერადი და ალვა ტანადი, რომელსაც აზიის ცით გადაუარეთ. ანგელოზს ეჭირა […]