რა მოხდა სომხეთში – მოკლედ და მარტივად

სერჟ სარგსიანს ორი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ ძალაუფლების შენარჩუნების 3 შესაძლო ვარიანტი ჰქონდა:   ქართული: პრეზიდენტი ცვლის კონსტიტუციას. ძალაუფლება პრეზიდენტიდან პრემიერ-მინისტრზე გადადის. პრეზიდენტს პრემიერად ირჩევენ.       რუსული: პრეზიდენტი ერთი ვადით მემკვიდრედ ასახელებს უამბიციო და უუნარო ფიქტიურ პრეზიდენტს, თვითონ ხდება პრემიერი, ერთი ვადის მერე კი ისევ იკავებს პრეზიდენტის პოსტს. კონსტიტუციის შეცვლა საჭირო არ ხდება. […]

მარი ბურდული – ჩემი თანატოსი

მარი ბურდულის ამბავი ალბათ, უკვე იცით. ჩვენ მის შესახებ მხოლოდ მას მერე გავიგეთ, როცა ის გარდაიცვალა და მეგობრებმა ამის შესახებ დაწერეს. შემდეგ კი გავრცელდა ეს საოცარი წერილი – ადამიანის, რომელმაც იცის, რომ მალე აღარ იქნება… ეს წერილი უამრავ გვერდზე გაზიარდა. ჩვენს გვერდზეც გვსურს გავაზიაროთ და ამით მივაგოთ პატივი ჩვენთვის უცნობი, მაგრამ საოცრად კეთილშობილი ადამიანის ხსოვნას.  […]

დათა თუთაშხია (თანამედროვე ვერსია)

რატომ მიგაქვს დათა თუთაშხია, ჩვენი რეპუტაცია! დაგვიტოვე ჩვენი ვაჟკაცობა, თვარა! თვარა, გესვრით! თქვენ პლეხანოვზე თურქ მებუფეტეებს რომ ესვრით, ის კაცები ხართ! მე რომ მესვრით, ის კაცები არ ხართ, წუპაკო მამაძაღლებო, თქვენ! ეს სრული ჭეშმარიტება აღმოჩნდა: არც გაუსროლიათ. არც გამოსდევნებიან. ცოტა ხანს დუქნის კარებთან იდგნენ, ხმადაბლა თათბირობდნენ და უდრტვინველად გასცქეროდნენ, როგორ მიჰქონდა მათი „ქართველობა“ დათა თუთაშხიას. […]

ჰომო პატრიოტიკუს, ანუ ნაძირლების თავშესაფარი

1775 წლის 7 აპრილს, ლონდონის ლიტერატურულ კლუბში ნაკითხი ხალხი შეკრებილიყო. სხვადასხვა თემებზე საუბრობდნენ და ბოლოსკენ ეს ლაპარაკი იქითკენ წავიდა, რომ რამდენჯერმე ახსენეს პატრიოტიზმი. კლუბში სხვებთან ერთად იმყოფებოდა სემუელ ჯონსონი, იმ დროისთვის 66 წლის ლიტერატურული კრიტიკოსი და ლექსიკოგრაფი, რომლის სახელიც, თუკი „ბრიტანიკას“ დავუჯერებთ, იმ საუკუნის სინონიმსაც კი წარმოადგენდა ინგლისურენოვან სამყაროში. ჰოდა, იმ გაცხოველებული მსჯელობისას, როგორც ჯონსონის […]

Degeneratus, ანუ რატომ ვართ უკანალში

გამარჯობა. გაიცანით, თუმცა ალბათ, უკვე იცნობთ: ეს ქალბატონი ადაა. ქალბატონი ადა დეგენერატია. დეგენერატი (Degeneratus) ლათინური სიტყვაა და ქართულად გადაგვარებულს ნიშნავს. დიახ, ქალბატონი ადა გადაგვარებულია. ქალბატონი ადა, გარდა იმისა რომ დეგენერატია, საქართველოს 5 მოწვევის პარლამენტის დეპუტატია. ქალბატონ ადას ხელები არავისთვის გადაუგრეხია, პარლამენტში უკანა კარიდანაც არ შეპარულა. ქალბატონი ადა საქართველოს მოქალაქეებმა აირჩიეს. პარლამენტში მის ყოფნას ბოლო არჩევნების […]

ერთი ფოტოს კვალდაკვალ – რატომ გვიმტკიცებენ, რომ ცუდები ვართ?

რამდენიმე დღის წინ, 26 თებერვალს, FB-ზე ხეტიალისას აი, ამ ფოტოს გადავაწყდი. ფოტოს დედააზრი მარტივი და ნათელია – აი, ეს ვართ ქართველები… ეს ფოტო ნიმუშად გამოვიყენოთ, თორემ ამ ტიპის ფოტოები ინტერნეტში მრავლად ვრცელდება… აზრი, რომ ქართველები ასეთი უღირსები ვართ, გაიზიარა 4 ათასზე მეტმა ადამიანმა. ამ წერილის დაწერის მომენტში ფოტოს აქვს 4058 შეარი და 327 angry (გაბრაზებული […]

როგორ მოიქცეოდა ისრაელი ოთხოზორია და ტატუნაშვილი ებრაელები რომ ყოფილიყვნენ?

ცხინვალში არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობამ, ეს ძველი ამბავი გამახსენა. ხშირად მახსენდება ეს ამბავი, იქამდე გიგა ოთხოზორიას მკვლელობის მერეც გავიხსენე… ამბავი 46 წლის წინ მოხდა და ორი ნაწილისგან შედგება. პირველ ნაწილზე მოკლედ და მშრალად გიამბობთ, მეორეზე – უფრო ვრცლად.   პირველი ნაწილი 1972 წელს, მიუნხენში, ოლიმპიური თამაშების დროს პალესტინელმა ტერორისტებმა ისრაელის დელეგაციის 11 წევრი მოკლეს – 4 […]

ყველა იტყუება. თქვენც

ყველანი იტყუებიან. ყველაში ცხადია, თქვენც იგულისხმებით. მაგრამ თავი ნაკლებად უხერხულად რომ იგრძნოთ, სხვებზე ვილაპარაკოთ. ადამიანები იტყუებიან იმაზე, რამდენი დალიეს, რამდენად ხშირად ვარჯიშობენ, იტყუებიან ვითომ წაკითხულ წიგნზე, ახალი ფეხსაცმლის ფასზე. ადამიანები იტყუებიან რომ ავად გახდნენ, იტყუებიან მაშინაც, როდესაც გპირდებიან, რომ კავშირზე იქნებიან. იტყუებიან, როდესაც ამბობენ, რომ თქვენ არ გგულისხმობენ, თუმცა აშკარაა, რომ სწორედ თქვენ გჭორავენ. ისინი […]

სიყვარული, სექსი და პრეზიდენტები

წელს 20 წელი შესრულდა მსოფლიო ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი სექს-სკანდალიდან, რომელიც სახელმწიფო მეთაურის პირად ცხოვრებას ეხება. 1998 წლის იანვარში ამერიკულ მედიაში გაჩნდა ცნობა, რომ თეთრი სახლის 22 წლის პრაქტიკანტი მონიკა ლევინსკი მინეტს უკეთებდა 49 წლის პრეზიდენტ ბილ კლინტონს. მოგვიანებით ქალმა ვითომ მოკრძალებული სიკეკლუცით თქვა, რომ პრეზიდენტთან ორალური სექსი ცხრაჯერ ჰქონდა. სკანდალი ხმაურიანი გამოდგა და ერთი […]

რატომ უარყვეს ებრაელებმა იესო?

მართლაც, რატომ? არ გიფიქრიათ? აბა, წარმოვიდგინოთ – ამჟამად დედამიწაზე ორ მილიარდზე მეტ ადამიანს სწამს იესოსი. კერძოდ, ის, რომ: ა. იესო ნამდვილად არსებობდა; ბ. ნაღდად ის იყო, ვინც ჰგონიათ. და რაც მთავარია, ამ ორი მილიარდიდან არც ერთს ცოცხალი იესო ნანახი არ ჰყავს. აბა, მაშინ რა დაემართათ იმ ძველ ებრაელებს, რომლებმაც იესო ცოცხალი ნახეს, მისგან მოწოდებული პური […]