#3. პროლოგი 100 ლექსის

რა საოცარი დასრულდა წლები! მეფეთა წყება გაჰქრა, ვით ლანდი, მოშორდნენ ტახტებს: ვილჰელმი, კარლოს, ნიკოლოოზი და ფერდინანდი. მაგრამ მწუხარედ მათზე კი არა, სხვაზე იფიქრებს მარტიროლოგი: იმ საშინელ წელს – პოეტი-მეფე – გარდაიცვალა ალექსანდრ ბლოკი, ჰანგების მეფე – დიდი სენ-სანსი და დირიჟორი ნიკიში მძლავრი… ეკლიან გზაზე დაეცა ბევრი – მხოლოდ მე ერთი გადავრჩი მგზავრი, რომ გამომევლო ჯერარსმენილი […]

#2. არასდროს ბედი არ ყოფილა ისე ცბიერი

არასდროს ბედი არ ყოფილა ისე ცბიერი, როს ეშაფოტზე ადიოდა რობესპიერი. და მიდიოდა კლდე და ტალღა, მძაფრი და გიჟი, როცა მსოფლიო ნაღარა-დაფს სცემდა პარიჟი. როცა ლანდივით გაიშვირა ქიმერამ დინგი იქით, საითკენ იშლებოდა ხალხის მიტინგი და ნილოსიდან წამოსული ქამელეონი – ეპარებოდა მას მძვინვარე ნაპოლეონი. გაჰქრა. დროს ისე ღიმილით არ ეალუბლება თავისუფლება, დახვრეტილი თავისუფლება.   Please follow and […]

#1. დგება თეთრი დღეები

დგება თეთრი დღეები, რიდეების სეზონი: გაჩნდნენ ორხიდეები ყოვლად უმიზეზონი. ლაჟვარდების კიდეო, დაბურულო ზმანებით, ლურჯო მონტევიდეო, ვიწრო ხელთათმანებით: სულში ნისლის ტბებია და ქაოსის მხატვარი, სადაც ვეღარ თბებიან ფრთები ნამკათათვარი. 1992 წელი Please follow and like us: