საქართველო მინიატურებში. Vol.1

საიდუმლო, რა თქმა უნდა, დეტალებშია! დეტალები კი ის არის, რისი მიფუჩეჩების დიდოსტატებიც ქართველები ვართ. სულ, მთავარი და მსხვილმანიო და – დეტალები კი გვავიწყდება. აქ კიდევ, უუმცირეს დეტალებს ისეთი ყურადღება აქვს დათმობილი, არ აღფრთოვანდე, შეუძლებელია. ქობულეთთან მდებარე ეს მინიატურების პარკი ერთი იმ იშვიათი გამონაკლისთგანია, როცა კაცი იტყვის, აგერ, ქართველებსაც რაღაც მართლა კარგად გაუკეთებიათო.

ჟანგბადის ნინძების აქცია

თბილისში ძგლებიც კი ვეღარ სუნთქავენ! – შესანიშნავი აქცია, რომელიც ანონიმურმა ჯგუფმა მოაწყო, თავს ჟანგბადის ნინძებს რომ უწოდებს. უბედურება ის არის, რომ ეს ამბავი ყველას მიეწონა იმათ გარდა, ვისაც პრობლემის მოგვარება ევალება. აბა, სხვა რაა, თბილისის მერის მუქარა, “პატივცემული ძეგლების” შეურაცხყოფას არავის ვაპატიებთო?! Стыдно, ამხანაგო კომკავშირის მდივანო, то есть, ვიცე-მერო! თუმცა, ვიცე-მერები მოდიან და მიდიან. წესიერი […]

პაბლო ფერარის თბილისი. Vol.1

არგენტინელი ფოტოგრაფის, პაბლო ფერარის /Pablo Ferrari/ ჩვენგან განსხვავებული თვალით დანახული თბილისი. არგენტინელი საქართველოში სულ რამდენიმე დღით აპირებდა გაჩერებას და კარგა ხანს კი დარჩა.

New York 70s’. Vol.1

კამილო ხოსე ვერგარა /Camilo José Vergara/ 1944 წელს სანტიაგოში დაიბადა. ნორტ დამის უნივერსიტეტში სოციოლოგიას სწავლობდა, 1968 წელს კი ჩილედან ნიუ იორკში გადავიდა. იქ ვერგარა ქუჩის ფოტოგრაფად იქცა. იღებდა სამხრეთ ბრონქსის და ქვედა ისტ-საიდის კვარტლებს. ეს ყველაფერი კი ქალაქისთვის ეკონომიკური სტაგნაციის პერიოდში ხდებოდა.

რენე მალტეტის ცხოვრებისეული იუმორი. Vol.1

რენე მალტეტის  /René Maltête/ მახვილი თვალი, ხედავდა იმას, რასაც სხვები ვერ ამჩნევდნენ და ყოველდღიური ცხოვრებიდან გენიალურ, ღიმილის მომგვრელ კადრებს იჭერდა.