საქართველო მინიატურებში. Vol.1

საიდუმლო, რა თქმა უნდა, დეტალებშია! დეტალები კი ის არის, რისი მიფუჩეჩების დიდოსტატებიც ქართველები ვართ. სულ, მთავარი და მსხვილმანიო და – დეტალები კი გვავიწყდება. აქ კიდევ, უუმცირეს დეტალებს ისეთი ყურადღება აქვს დათმობილი, არ აღფრთოვანდე, შეუძლებელია. ქობულეთთან მდებარე ეს მინიატურების პარკი ერთი იმ იშვიათი გამონაკლისთგანია, როცა კაცი იტყვის, აგერ, ქართველებსაც რაღაც მართლა კარგად გაუკეთებიათო.